ხვლიკი საფლავის ქვაზე

არჩილ ქიქოძის მორიგი რომანის – „ხვლიკი საფლავის ქვაზე“ – მთავარი თემა – მეხსიერებაა. მთხრობელი საოცარი მეხსიერებით არის დაჯილდოვებული და ახსოვს ისეთი რამეები, რის დავიწყებასაც სხვები ცდილობენ. მუდმივად ცდილობს შეახსენოს წარსული საყვარელ ქალს, რომელთანაც უკვე თერთმეტი წლის შვილი ჰყავს და რომელიც მუდმივად უარს ეუბნება ცოლობაზე. მეხსიერება, როგორც ტვირთი, რომელიც მარტომ უნდა ზიდო, რადგან ჩვენი მეხსიერება ინდივიდუალურია, შერჩევითია. მთხრობელი უარს ამბობს დაივიწყოს ბავშვობის ტრავმები, ახალგაზრდობის იმედგაცრუებები, ტკივილები და ამით საკუთარ ყოფას ლამის გაუსაძლისს ხდის.

წიგნის ერთ-ერთი მთავარი თემა, ფასეულობების გარეშე დარჩენილი საზოგადოებაა. ეპოქა, როცა ძველი ფასეულობები შინაარსს კარგავს, ახლით მათი ჩანაცვლება კი არ ხდება. თითქოს ჰეარში გამოკიდებული ქვეყანა, რომლის შვილებმა არ იციან, საით უნდა იარონ. წიგნის თემა ქართულია, მოქმედების ადგილი კი მთელი მსოფლიო, ბერლინიდან დაწყებული და კავკასიონის პატარა სოფლით დამთავრებული.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
16+
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
არჩილ ქიქოძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
182
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941308338

000009959
12,90 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება