გიორგი სოსიაშვილი - ზღვა და ალუბლები
გიორგი სოსიაშვილი მწერალი და ისტორიკოსია. იგი რამდენიმე პროზაული კრებულისა და ერთი რომანის ავტორია. მისი ნაწარმოებები თარგმნილი და გამოცემულია თურქულ, აზერბაიჯანულ, ინგლისურ და პოლონურ ენებზე. ავტორი დაჯილდოებულია რამდენიმე სხვადასხვა ლიტერატურული პრემიით, ხოლო პროზაულმა კრებულმა „ოთხი მოთხრობა“ 2021 წლის ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო. სწორედ ამ კრებულის ხელახალ გამოცემას შევთავაზებთ ქართველ მკითხველს.
წლევანდელი საბას ჟიურის წევრის, დავით გაბუნიას თქმით: „გიორგი სოსიაშვილის მოთხრობების კრებული სასიამოვნო მოულოდნელობა იყო პირადად ჩემთვის. ეს არის ქართული მოთხრობის საუკეთესო ტრადიციებში დაწერილი ტექსტები.“
„ზღვა და ალუბლები“ მწერლის უკანასკნელ პერიოდში გამოქვეყნებული მოთხრობების კრებულია. ისინი მოგვითხრობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების შესახებ, ომზე, სიყვარულსა და ადამიანურ ურთიერთობებზე.