თემო რეხვიაშვილი - კურიერის ამბები

კურიერის ამბები“ ახალგაზრდა კაცის ცხოვრების ფრაგმენტებისგან შედგება. მთხრობელი პროფესიით მსახიობია, რომელიც თავს კურიერობით ირჩენს და თვითირონიით აღწერს იმ მწარე რეალობას, რომელშიც მას თავის გატანა უხდება ყოველდღიურად. ამ სევდიანი და თან სასაცილო ისტორიების ფონზე იხატება თბილისის ისეთი სურათი, რომელიც მხოლოდ კურიერის მოპედიდან ჩანს, მთელი თავისი შეულამაზებელი სოციალური რეალობითა და სიმძაფრით.

თემო რეხვიაშვილმა დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტი. არის „ღია სივრცე ექსპერიმენტული ხელოვნებისთვის“ და თეატრალური კომპანია „ჰარაკის“ თანადამაარსებელი. 2017 წელს გვანცა ენუქიძესთან ერთად ჩამოაყალიბა საიდუმლო პოეტური ჯგუფი „ყველასთვის ხელმისაწვდომი დრამატული პოეზია“. თავდაპირველად ჩანაწერები „კურიერის ამბებისათვის“ ქვეყნდებოდა 2019 წელს ინტერნეტჟურნალ „სიტყვებში“.



გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
12+
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
თემო რეხვიაშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2021
გვერდების რაოდენობა:
133
ზომა, მმ:
13.00 X 19.50
ISBN:
9789941307508

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008835
10,90 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ