ზაირა არსენიშვილი - ქარი ამწევი ფარდის

„ქარი ამწევი ფარდის“ ზაირა არსენიშვილის მოთხრობების კრებულია. მასში თავმოყრილია ყველაფერი, რასაც ავტორი განიცდიდა მთელი თავისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე. ის თვითმხილველთა მონათხრობს იწერდა (ან თვითონ იყო ამა თუ იმ ამბის შემსწრე), შემდეგ კი მხატვრულ სახეს აძლევდა და მოთხრობებად აქცევდა მათ.

ამ მოთხრობებში ისმის გამოძახილი გლობალური, მსოფლიო მასშტაბის ისტორიული მოვლენებისა, რომლებიც საქართველოს ქალაქებსა თუ პატარა სოფლებსაც სწვდებოდა. აქ მეტ-ნაკლები სიძლიერითაა ნაჩვენები მეოცე საუკუნის რუსეთში ბოლშევიკების გამარჯვების შედეგები, რევოლუციის შემდგომი მოვლენები, უმძიმესი 30-იანი წლები, მეორე მსოფლიო ომი თუ ხალხის ცხოვრება ომის შემდეგ.

და, რაც მთავარია, ამ ამბების მთავარი გმირები არიან ადამიანები, თავიანთი დადებითი თუ უარყოფითი თვისებებით. აქ მონაცვლეობს ღრმა ადამიანური სევდა და ხალასი იუმორი. ყოველივე ეს დაწერილია ზაირა არსენიშვილისთვის დამახასიათებელი არაჩვეულებრივი მდიდარი ქართული ენით.

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
მოთხრობები
ავტორი:
ზაირა არსენიშვილი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
512
ზომა, მმ:
14 X 21
ISBN:
9789941371974
000010949
18,90 
მარაგშია
ქულები: 19 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება