ზაირა არსენიშვილი - კოლაჟი მთვარის შუქზე
ზაირა არსენიშვილის მესამე რომანი, „კოლაჟი მთვარის შუქზე“ აქამდე მკითხველთა მხოლოდ ვიწრო წრისთვის იყო ცნობილი. ამ ნაწარმოებშიც მოქმედება თელავში ვითარდება, იმდროინდელი მოვლენების ფონზე - მეოცე საუკუნის 60-იან წლებში იწყება და 90-იანებში სრულდება. რომანის მთავარი გმირი, თიკო, თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც რომანს წერს მეფე ერეკლეზე. მას მუზეუმის დირექტორი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის, რა მოხდება...
ზაირა არსენიშვილი მას შემდეგ იქცა ქართველი მკითხველის აღმოჩენად, რაც ხელახლა გამოვიდა მისი რომანები „ვა, სოფელო...“, „რეკვიემი“ და პროზაული კრებული „კენჭები“.
ქართველი მკითხველი უკვე კარგად იცნობს ზაირა არსენიშვილის (1933-2015) კლასიკად ქცეულ რომანებს – „რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ და „ვა, სოფელო“. „კოლაჟი მთვარის შუქზე“ მწერლის მესამე რომანია. წიგნში მოქმედება ხდება XX საუკუნის მეორე ნახევრის თელავში და მკითხველს ცოცხლად წარმოუდგენს არა მხოლოდ იმდროინდელ თელავს, არამედ ზოგადად საქართველოს გასული საუკუნის 60-იანიდან 90-იან წლებამდე. რომანის მთავარი გმირი თიკო თელავის მუზეუმის ახალგაზრდა თანამშრომელია, რომელიც წიგნს წერს მეფე ერეკლეზე. თიკოს თავისზე ბევრად უფროსი კაცი შეუყვარდება. აქვს კი ამ სიყვარულს რაიმე მომავალი? არავინ უწყის... უაღრესად საინტერესო პერსონაჟების მთელი გალერეა, რომელიც იმდროინდელი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოვლენების ფონზე იშლება და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის შესანიშნავი ლიტერატურული ინტერპრეტაციაა, ზაირა არსენიშვილის ამ რომანსაც ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს ქართულ კლასიკურ მწერლობაში.
განათლებით ფილოლოგი იყო, მოგვიანებით კი სამუსიკო სასწავლებლის ვიოლინოს კლასი დაამთავრა. მუშაობდა ოპერის ორკესტრის მევიოლინედ, მუსიკის პედაგოგად, მოგვიანებით კი - კინოში, სადაც კინორეჟისორ ლანა ღოღობერიძესთან თანაავტორობით წერდა სცენარებს მისი ფილმებისთვის: როცა აყვავდა ნუში, აურზაური სალხინეთში, რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე და სხვა.
არის რამდენიმე რომანისა და მოთხრობების ავტორი. მისი რომანი ვა, სოფელო, ქართველი მკითხველის საყვარელ წიგნად გადაიქცა.
კომენტარეები ვერ მოიძებნა