ზაზა ბურჭულაძე - ჩემი სიმღერა
ზაზა ბურჭულაძის წიგნი სავსეა მზითა და მუსიკით, საიდანაც ლურსმნებივით გამოჩრილან ნოტები. ღმერთო, დალოცე ბავშვი, ღია კარში რომ დგას წყლის პისტოლეტით, რათა შეგვიძღვეს იქ, სადაც ფეთქავს მუსიკის გული, რომ ჩვენც დავესწროთ სასწაულს, რომელიც უკვე მოხდა მომავალში. „ჩემი სიმღერა“ არ არის წიგნი მუსიკაზე, ესაა წიგნი-მუსიკა, რომლის კითხვაც მასშტაბური სიმფონიის მოსმენას ჰგავს, ვოკალური პარტიებით.
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
ზაზა ბურჭულაძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
მაგარი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
204
ზომა, მმ:
14 X 21
ISBN:
9789941371981