ზაზა ბურჭულაძე - გასაბერი ანგელოზი
„გასაბერი ანგელოზი“ ზაზა ბურჭულაძის ყველაზე იოლად საკითხავი რომანია, რომლის მთავარი ღირსება მწერლის წერის სტილი, საინტერესო სიუჟეტი და ალუზიების სიუხვეა. იმ დროს, როდესაც ისლანდიაში ვულკანი ეიაფიალაიოკული იწყებს ამოფრქვევას და ევროპის ცა ფერფლით იფარება, ხოლო ავიაკომპანიები ერთიმეორის მიყოლებით აუქმებენ რეისებს, თბილისში, მთაწმინდაზე, ნიკო და ნინო გოროზიები გიორგი გურჯიევის სულს იძახებენ თეფშის დატრიალებით, სიბნელიდან საშუალო სიმაღლის, დონდლო ტანის მოხუცი გამოდის, რაღაცით სელაპს ჩამოჰგავს. ესაა გურჯიევი – ფილოსოფოსი, გიმნასტი, იოგი და მოგვი.
გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
ზაზა ბურჭულაძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ოფსეტი
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
170
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941309762