არჩილ ქიქოძე - მექსიკური დღიური

არჩილ ქიქოძის წიგნი ნორვეგიაში მოგზაურობის შესახებაა. რაც არ უნდა უცნაური იყოს, მოგზაურობა მოგზაურობამდე, სივრცეში ფიზიკურ გადაადგილებამდე დიდი ხნით ადრე იწყება. ბავშვობის ოცნება ჩრდილოეთის სახელოვანი და უსახელო გმირების შესახებ, ლიტერატურული შთაბეჭდილებები წაკითხული წიგნებიდან, ნამდვილი მოგზაურობა და ამ მოგზაურობის მოგონებები ქმნიან პალიმფსესტს, სადაც წაკითხული და განცდილი, წიგნი და ბუნება, ბავშვობა და ზრდასრული ასაკი, ნორვეგია და საქართველო ერთმანეთში ირეკლებიან. ალბათ ეს გაუთავებელი ურთიერთარეკვლა ქმნის იმ დაძაბულობის განცდას, რომელსაც არჩილ ქიქოძე „ზამთრისპირის მოხეტიალე სევდას“ ეძახის. საიდან მოდის ეს სევდა, რომელიც ამასთანავე სიხარულიცაა?

მოგზაური, ტურისტისგან განსხვავებით, არის ადამიანი, რომელიც გადალახავს მიჯნას. მიჯნა, რომელიც მატერიალურთან ერთად წარმოსახვითიცაა, ყოველთვის საბედისწეროა, ბედის საზღვარია. არჩილ ქიქოძე კი არის ადამიანი, რომელმაც ამ მიჯნის გადაკვეთის საიდუმლო შეიძლება განიცადოს და სხვებსაც მოუყვეს.

ზაალ ანდრონიკაშვილი ლიტერატურათმცოდნე

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
13 +
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
არჩილ ქიქოძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
ილუსტრირებული:
კი
გამოცემის წელი:
2022
გვერდების რაოდენობა:
232
ზომა, მმ:
14 X 19.5
ISBN:
9789941371080

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
12,90 
მარაგშია
ქულები: 13 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ