ალეკო შუღლაძე - გადამალვა

ალეკო შუღლაძე 90-იანებში გამოჩნდა და მაშინვე მიიზიდა მკითხველი თავისი იოლად გამოსარჩევი წერის მანერით, რომელშიც ლაღი იუმორი, ხედვის პარადოქსალურობა და ეგზისტენციალური სიმძიმეები ორგანულად ერწყმოდა ერთმანეთს. მოთხრობების კრებული „გაქცევის მცდელობა“, რომანი „სამსარა“, მანიფესტების ციკლი, გაბნეული ლიტერატურულ პერიოდიკაში... და ამის შემდეგ ის ლიტერატურული სივრციდან გაქრა. გადაიმალა. 15 წლით...

რომან „გადამალვაში“ კი მთელი ეს პერიოდია ჩაწნეხილი: 15 წლის განმავლობაში ნაფიქრი, განცდილი და თავს გადამხდარი. ეს წიგნი კონტრასტების წიგნია. ალეკო შუღლაძე ინარჩუნებს თავის სტილს, რომლითაც ლიტერატურაში მოვიდა და ახალ ტონალობებს სძენს მას. ესაა რომანი, სადაც სიკვდილს და ავადმყოფობას ებრძვიან, სადაც ადამიანები ურთიერთთანადგომას სწავლობენ ამ ბრძოლაში, სადაც სტერეოტიპებისა და კომპლექსებისგან თავისუფლდებიან. შოთა იათაშვილი

გამომცემლობა:
დიოგენე
მკითხველის ასაკი:
14+
ჟანრი:
ქართული პროზა
ავტორი:
ალეკო შუღლაძე
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2015
სერია:
ET CETERA
გვერდების რაოდენობა:
1200
ზომა:
14 X 21
წონა, გრ:
0,225
ISBN:
9789941115165
14,95 
მარაგშია
ქულები: 15 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება