ოლეგ პანფილოვი - კინტო - აკრძალული თემა?

შესაძლებელია თუ არა, „კინტოური“ უხამს ცეკვად მივიჩნიოთ? ნებისმიერი ერის კულტურა უძველესი ტრადიციებიდან და რწმენა-წარმოდგენებიდან იღებს სათავეს, ამასთან, გარე გავლენებსაც ხშირად განიცდის. ზოგადად, იმას, რაც ერთხელ გახალხურდება, წინააღმდეგობას ვერვინ გაუწევს. კინტო და „კინტოური“, ერთობ თავისებური წარმოშობის მიუხედავად, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ნაწილად დარჩება.
 
ამასთანავე, შეუძლებელია კინტო ქართულ კულტურასთან გავაიგივოთ – იგი გარედან მოსული მოვლენაა. თუმცა, 400 წელზე მეტია, რაც კინტო და „კინტოური“ ჩართულია ქვეყნის საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში, ხოლო ლეგენდები და მითქმა-მოთქმა, როგორც წესი, მუდამ გაზვიადებულია, მით უფრო მაშინ, როცა საქმე ქრისტიანობის თვალსაზრისით რაიმე უგვანო მოვლენას ეხება. სექსუალობა „კინტოურში“ განზრახ შეტანილი ჩანს, მაგრამ დღემდე არც ერთი დამადასტურებელი საბუთი არ გვაქვს, თითქოს კინტოები სექსუალური მონობის მხვერპლნი იყვნენ.

გამომცემლობა:
არტანუჯი
ჟანრი:
სამეცნიერო-პოპულარული
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
ოლეგ პანფილოვი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
რუსული
გვერდების რაოდენობა:
89
ზომა:
12x20
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941504709
მოითხოვე კოდი
14,95 
მარაგშია
ქულები: 15 ქულა
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ