ნობელიანტების ლექციები, ლიტერატურა 1901-2022
10 დეკემბერი. ქალაქ სტოკჰოლმის რატუშის თავზე აღმართულია შვედეთის სახელმწიფო დროშა. დარბაზი სავსეა საპატიო სტუმრებით. მიმდინარეობს სამეფო მეცნიერებათა აკადემიის საზეიმო სხდომა. ორკესტრს ნიშანს აძლევს დირიჟორი. შვედეთის მეფე ასრულებს სასიამოვნო მისიას: ლაურეატებს გადასცემს ნობელის პრემიას! ასეა ყოველწლიურად – XX საუკუნის პირველივე წლიდან.ნობელის პრემია ყველაზე მაღალი რეპუტაციის საერთაშორისო ჯილდოა, ამიტომაც უდიდესია მისდამი ინტერესი.
ინტელექტუალური სამყაროს ფავორიტი – ნობელის პრემიის ლაურეატი, წესდების თანახმად, ვალდებულია პრემიის მიღებიდან ექვს თვეში წაიკითხოს სანობელო ლექცია. ჟანრი განსაზღვრული არ არის. ეს უნიკალური გამოცემა აერთიანებს 1901-2022წლებში ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის მიღებისას წაკითხულ ყველა ლექციას. წიგნში შესულია ნობელიანტების საბანკეტო სიტყვებიც.
წიგნში შეხვდებით ისეთი ცნობილი მწერლების ლექციებს როგორებიცაა: ანრი ბერგსონი, ნიგრიდ უნდსეტი, თომას მანი, ივან ბუნინი, ლუიჯი პირანდელო, პერლ ბაკი, გაბრიელა მისტრალი, ანრი ენრო, მო იენი, ელის მანრო, სვეტლანა ალექსიევიჩი, ბობ დილანი, ელფრიდე იელინეკი, ორჰან ფამუქი, ჯან-მარი გუსტავ ლე კლეზიო, მარიო ვაგას ლიოსა, ჟოზე სარამაგუ, სოლ ბელო, ჰერმან ჰესე, უილიამ ფოლკნერი, ერნესტ ჰემინგუეი და სხვები. წიგნს თან ერთვის პირთა საძიებელი, ნობელიანტების საძიებელი პრემიის მინიჭების თარიღის და ქვეყნების მიხედვით.