შეხვედრა მერაბ მამარდაშვილთან - მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან
ცნობილია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავისი ლექციები მერაბ მამარდაშვილმა დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „მე მოვდივარ თქვენთან ჩემი მარტოობიდან თქვენს ობლობასა და მიტოვებულობაში”. მოცემული წიგნი არის მცდელობა, რომ გავიაზროთ თუ რა მოხდა ამ შეხვედრის დროს, ვინ იყო მერაბ მამარდაშვილი და რა გამოცდილება და მემკვიდრეობა დაგვრჩა ფილოსოფოსთან შეხვედრიდან.
წიგნში მკითხველს საშუალება ეძლევა, რომ მამარდაშვილის პიროვნებასა და ნააზრევს გაეცნოს სხვადასხვა მხრიდან: თუ რა მოგონებები აკავშირებთ მერაბთან მის უახლოეს მეგობრებს, თუ როგორ ესმით და როგორ იაზრებენ მის ფილოსოფიას დღეს ქართველი ავტორები და აგრეთვე შეეძლება გაეცნოს უშუალოდ მის ფილოსოფიასაც.
გამოცემაზე იმუშავა გურამ მეგრელიშვილმა
გამომცემლობა:
აზროვნების აკადემია
მკითხველის ასაკი:
16+
ჟანრი:
ბიოგრაფია
ავტორი:
გურამ მეგრელიშვილი
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
დაჩი ფაჩულია
ყდის ტიპი:
რბილი
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
242
ზომა, მმ:
13.5X19.5
ISBN:
9789941850592