მინდია არაბული - ყოველი ამბის დასასრული

„მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს.  მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ. შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. - ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“.

ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი

გამომცემლობა:
დიოგენე
მკითხველის ასაკი:
15+
ჟანრი:
ქართული პროზა
ავტორი:
მინდია არაბული
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
გამოცემის წელი:
2022
სერია:
ET CETERA
გვერდების რაოდენობა:
136
ზომა:
14 X 21
წონა, გრ:
0.136
ISBN:
9789941117046
000011009
14,95 
მარაგშია
ქულები: 15 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება