ზურა ჯიშკარიანი - სწრაფი, ღამისიერი

როგორი იქნებოდა დეკარტი, ციფრულ პერსონაჟად რომ დაბადებულიყო?

ვინ და როგორ იპარავს ვიდეოთამაშების პერსონაჟებს და რატომ არის შავ ბაზარზე ასეთი მოთხოვნა მათზე?

შეიძლება თუ არა, რომ ერთხელაც სამყარო უბრალოდ გაითიშოს ტელევიზორივით?

კიბერპანკ რომანი „სწრაფი, ღამისიერი“ ექსპერიმენტული პროზის ნიმუშია, რომელშიც  მოვლენები ვითარდება მომავლის თბილისსა და ფაზისში.

მწერალი, პოეტი, გეიმდიზაინერი და ბლოგერი ზურა ჯიშკარიანი დაიბადა სოხუმში 1985 წელს. იგი აწყობდა პერფორმანსებს, გამოფენებს,  ქმნიდა ციფრულ ინტერაქტიულ საფლავებს. იგი ავტორია პირველი ქართული ჩეტბოტისა „კიბერგალაკტიონი“. გარდა ამისა, მას ეკუთვნის სტარტაპი, სადაც მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე.

ზურა ჯიშკარიანის პირველმა რომანმა „საღეჭი განთიადები“ მიიღო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პრემია წლის საუკეთესო რომანისათვის (2017) და ლიტერატურული პრემია „საბა“ ნომინაციაში „წლის საუკეთესო დებიუტი“(2018).

გამომცემლობა:
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ჟანრი:
რომანი
ავტორი:
ზურა ჯიშკარიანი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ქართული
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2023
გვერდების რაოდენობა:
179
ზომა:
14 X 21
ISBN:
9789941371608
000010854
13,90 
მარაგშია
ქულები: 14 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება