ელენე ჯაფარიძე - Bon Voyage, პეტრო
ეს წიგნი ტკივილით აღსავსე სიყვარულზე, მეგობრობაზე, ოცნების უკიდეგანო ძალაზე გვიყვება – ძალაზე, რომელიც გამოუვალ სიტუაციებშიც კი ეძლევა ადამიანს, რათა უსამართლობასა და ტკივილთან გამკლავებაში დაეხმაროს.
ამ რომანში საბედისწეროდ იკვეთება ორი ადამიანის – თინის და პეტროს გზები, მათი წარსული და აწმყო, მათი ძველი თუ ახალი სატკივარი...
თინი, რომელსაც შვილი საავადმყოფოში უწევს და ცდილობს, უსაშველო დარდს მარტო გაუმკლავდეს... პეტრო – ფრანგი ბებიის შვილიშვილი, რომელიც თავის ტყუპისცალ პაოლასთან ერთად მთლად დაუცველი დარჩა სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც 90-იანი წლების სამოქალაქო ომისა და შემდგომი პერიოდის მოვლენების სახით დაატყდა თავს... – წარსულის ტრავმებით დაღდასმულ თინის და პეტროს ბედისწერა მოულოდნელ შეხვედრას უმზადებს, თუმცა მანვე გადახლართა ამ ორი გმირის წარსული და არავინ იცის, რომ მათ მომავალსაც ემუქრება.