გილიან ფლინი - გაუჩინარებული ქალი

დანაზოგი 35%

წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ირაკლი ლომოურმა. გილიან ფლინი ავტორია NEW YORK TIME-ის ბესტსელერებისა: „გაუჩინარებული ქალი“, „ბნელი ადგილები“ და „ბასრი საგნები“. მუშაობდა Entertainment Weekly-ის კრიტიკოსად, მისი წიგნები 40 ენაზეა თარგმნილი. ცხოვრობს ჩიკაგოში ქმართან და ვაჟიშვილთან ერთად. „გაუჩინარებული ქალი“ საერთაშორისო სენსაციად იქცა და 75 კვირის განმავლობაში NEW YORK TIME-ის ბესტსელერების სიის პირველი ადგილი არავის დაუთმო. რეჟისორ დევიდ ფინჩერის კინოეკრანიზაცია კი 2014 წელს კინოკომპანია 20th Century Fox-ის შეფასებით წლის ფილმად აღიარეს. ეს ამბავი „იმ დღეს“ იწყება. „იმ დღეს“, ვაჟი კარგავს ქალს. ქალი მისი ცოლია. ცნობილი მწერლების ნებიერა ქალიშვილი. პოლიცია ცდილობს გაუჩინარების მიზეზები ამოხსნას. მალე, ქმარს ცოლის მკვლელობაში სდებენ ბრალს. იწყება გამოძიება, თუმცა, ამ ამბავში ლოგიკური ძაფები იოლად წყდება და იბურდება... როგორც ყველა წიგნი, ეს წიგნიც მთავრდება „ათი თვის, ორი კვირის და ექვსი დღის შემდეგ“. ოღონდ ის არ მთავრდება მკითხველის გონებაში, შეგრძნებებში. რატომ? ამის გარკვევის ბედნიერება თქვენ ახლა ხელთ გაქვთ. „გაუჩინარებული ქალი“ წიგნი-დუელია – ორი ხასიათისა და ორი გონების დაპირისპირება, რომელთაგან ვერც ერთზე იტყვი – მთლიანად თეთრი ან შავიაო. ემოციური ფეიერვერკი, რომელიც თხრობას ახლავს თან, ბოლო წუთამდე ამოსუნთქვას გიშლის და როცა უკანასკნელ გვერდს გადაფურცლავ, მიხვდები, რომ ეს წიგნი უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, დეტექტივი.


გამომცემლობა:
პალიტრა L
მკითხველის ასაკი:
14+
ჟანრი:
თრილერი
ავტორი:
ფლინი გილიან
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ირაკლი ლომოური
ყდის ტიპი:
მაგარი
ფურცლის ტიპი:
ცარცი
ილუსტრირებული:
არა
გამოცემის წელი:
2020
სერია:
TOP თრილერი
გვერდების რაოდენობა:
495
ზომა, მმ:
14X21
ISBN:
9789941320729

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000007540
13,95 ₾
9,00 
დანაზოგი: 4,95 ₾
მარაგშია
ქულები: 9 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება
ასევე დაგაინტერესებთ