აგათა კრისტი - ბრალდების მოწმე




"„ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება. წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს. დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, მატერიალისტებისა და მისტიკოსების გაუთავებელი პაექრობა თემაზე, რა არის სული და რა შეუძლია მას, მკითხველს უმძაფრებს ინტერესს, გაიგოს, ეს გათამაშებაა თუ მართლაც ფანტასტიკა და ვინ არის დამნაშავე. და, როგორც ყოველთვის, ლედი აგათა ჩვეულებას არ ღალატობს _ ის ამჯერადაც ოსტატურად ახერხებს მკითხველის გაცურებას."



აგათა კრისტის პერსონაჟები  შემთხვევითობის წყალობით იბადებოდნენ. ისინი მწერლისთვის უცნობი ადამიანები ან შემთხვევითი ნაცნობები იყვნენ, მის დეტექტივებში პერიოდულად ჩნდებოდნენ და ღრმა კვალს ტოვებდნენ. 1915 წელს მწერალმა შვებულება აიღო და დარტმურში გაემგზავრა, რათა მშვიდად ემუშავა. იქ დაიბადა პირველი წიგნი „იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“, რომელიც 5 წლის განმავლობაში რედაქციიდან რედაქციაში გადადიოდა. ასე რომ, მწერალს მისი არსებობაც კი დაავიწყდა. ამას დაერთო ომის შემდგომი რთული პერიოდი, მატერიალური პრობლემები, გოგონას, როზალინდას დაბადება. მისის კრისტი აღარ წერდა. მთლიანად ჩაერთო ოჯახურ ცხოვრებაში, მეუღლის ხელფასი კი ოჯახს ძლივს ჰყოფნიდა.
ყოველდღიურმა საყოფაცხოვრებო პრობლემებმა აგათასა და მისი მეუღლის ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. მორიგი საყვედურის თავიდან ასაცილებლად, ერთ დღესაც არჩიბალდ კრისტიმ აგათას ჰკითხა: „როგორ არიან შენი დეტექტივები?“ _ უცებ მწერალს გაახსენდა ჯერ კიდევ 1920 წელს ერთ-ერთი რედაქციიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც მოთხრობის გამოქვეყნების სანაცვლოდ ჰონორარს სთავაზობდნენ. და მაშინ მიხვდა აგათა კრისტი, რომ წერა უნდა გაეგრძელებინა.


შესულია:

  • ბრალდების მოწმე
  • უბედური შემთხვევა
  • მეოთხე კაცი
  • ცისფერი დოქის საიდუმლო
  • ესპანური შალის საიდუმლო
  • კოტეჯი „ფილომელი“
  • წითელი სიგნალი
  • მეორე გონგი
  • სიმღერა ექვს პენსზე
  • SOS
  • რა შეუძლია ნებელობას
  • პუარო და რეგატის საიდუმლოება



გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
დეტექტივი
მკითხველის ასაკი:
12+
ავტორი:
აგათა კრისტი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
პაატა ჩხეიძე
გვერდების რაოდენობა:
272
ზომა:
14 X 21
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ცარცი
გამოცემის წელი:
2021
ISBN:
9789941354175

000008821
15,95 
მარაგშია
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება

კვირის ბესტსელერი

000007161
"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", "წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".
24,95 
მარაგშია

     

ასევე დაგაინტერესებთ

არ გამოგრჩეთ სიახლეები