აგათა კრისტი - ბრალდების მოწმე




"„ბრალდების მოწმე და სხვა მოთხრობები“ აგათა კრისტის მოთხრობების კრებულია და პირველად 1948 წელს, აშშ-ში გამოქვეყნდა. მკითხველის საყვარელი მაძებარი, სახელგანთქმული ერკიულ პუარო, რომელიც „დეტექტივების დედოფლის“ არაერთი დეტექტივის მთავარი გმირია, კრებულში მხოლოდ ერთ მოთხრობაში („მეორე გონგი“) გვხვდება. წიგნში თავმოყრილ ყველა მოთხრობას საოცარი დასასრული აქვს. დაძაბული სიუჟეტი, ხიფათის წინათგრძნობა და დანაშაული, ერთმანეთს გადაჯაჭვული ფანტასტიკა და რეალობა, მატერიალისტებისა და მისტიკოსების გაუთავებელი პაექრობა თემაზე, რა არის სული და რა შეუძლია მას, მკითხველს უმძაფრებს ინტერესს, გაიგოს, ეს გათამაშებაა თუ მართლაც ფანტასტიკა და ვინ არის დამნაშავე. და, როგორც ყოველთვის, ლედი აგათა ჩვეულებას არ ღალატობს _ ის ამჯერადაც ოსტატურად ახერხებს მკითხველის გაცურებას."



აგათა კრისტის პერსონაჟები
შემთხვევითობის წყალობით იბადებოდნენ.
ისინი მწერლისთვის უცნობი ადამიანები ან
შემთხვევითი ნაცნობები იყვნენ, მის
დეტექტივებში პერიოდულად ჩნდებოდნენ
და ღრმა კვალს ტოვებდნენ. 1915 წელს მწერალმა შვებულება აიღო
და დარტმურში გაემგზავრა, რათა მშვიდად
ემუშავა. იქ დაიბადა პირველი წიგნი
„იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში“,
რომელიც 5 წლის განმავლობაში
რედაქციიდან რედაქციაში გადადიოდა. ასე
რომ, მწერალს მისი არსებობაც კი
დაავიწყდა. ამას დაერთო ომის შემდგომი
რთული პერიოდი, მატერიალური
პრობლემები, გოგონას, როზალინდას
დაბადება. მისის კრისტი აღარ წერდა.
მთლიანად ჩაერთო ოჯახურ ცხოვრებაში,
მეუღლის ხელფასი კი ოჯახს ძლივს
ჰყოფნიდა.
ყოველდღიურმა საყოფაცხოვრებო
პრობლემებმა აგათასა და მისი მეუღლის
ურთიერთობაში ბზარი გააჩინა. მორიგი
საყვედურის თავიდან ასაცილებლად, ერთ
დღესაც არჩიბალდ კრისტიმ აგათას ჰკითხა:
„როგორ არიან შენი დეტექტივები?“ _ უცებ
მწერალს გაახსენდა ჯერ კიდევ 1920 წელს
ერთ-ერთი რედაქციიდან გამოგზავნილი
წერილი, სადაც მოთხრობის გამოქვეყნების
სანაცვლოდ ჰონორარს სთავაზობდნენ. და მაშინ მიხვდა აგათა კრისტი, რომ წერა
უნდა გაეგრძელებინა.





ISBN:
9789941328916
ავტორი:
აგათა კრისტი
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
272
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008821
13,95 
მარაგშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ