ჯავახეთი. ისტორიულ-კულტურული ნარკვევი
წიგნში მოცემულია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული პროვინციის – ჯავახეთის ისტორია, უძველესი დროიდან თანამედროვე ეპოქამდე; მოთხრობილია რეგიონის უნიკალური გეოგრაფიული ლანდშაფტის თავისებურებებისა და ხელოვნების ძეგლების შესახებ; აგრეთვე რეგიონში განვითარებული სასოფლო-სამეურნეო დარგებისა და ადგილობრივ ჯავახთა მძიმე ისტორიული ყოფის თაობაზე.
მიმოხილვითი ნაშრომი სამეცნიერო-პოპულარული ხასიათისაა და განკუთვნილია როგორც საქართველოს ისტორიის მკვლევართა, ისე დაინტერესებული საზოგადოების ფართო წრისათვის. გამოცემა უხვად ილუსტრირებულია ჯავახეთის ზღაპრული სილამაზის პეიზაჟებითა და არქიტექტურული თუ ეთნოგრაფიული ნიმუშების ფოტოებით.
კომენტარეები ვერ მოიძებნა