ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი - ყვითელი ნახევარმზე

(მთარგმნელი ანი კოპალიანი) — ეს ავტორი თანამედროვე მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ხმაა, რომელიც ქართულადაც გაისმა, როცა მისი რომანი იისფერი ჰიბისკუსი ითარგმნა. სულ მალე მისი კიდევ ერთი ნაწარმოები გამოიცემა, რომელიც ნიგერიაში სამოქალაქო ომის დროს დატრიალებულ ტრაგიკულ მოვლენებს შეულამაზებლად აღწერს.


„მსოფლიო დუმდა, როდესაც ჩვენ ვიხოცებოდით“ – ასე ჰქვია რომანს, რომელსაც ამ წიგნის ერთ-ერთი პერსონაჟი წერს. მთელი განვითარებული მსოფლიო, ცივილიზებული დასავლეთი შეთანხმებულად არიდებდა თვალს, როგორ იხოცებოდნენ ქალები, ბავშვები, მშვიდობიანი მოსახლეობა 1967-70 წლებში, ნიგერიის სამოქალაქო ომის დროს, იხოცებოდნენ კოლონიზატორი სახელმწიფოების ბომბდამშენებით, ნაღმებით, ტყვიებით, შიმშილით...
 
ეს არის რომანი ომისეული და ცხოვრებისეული ბრძოლების შესახებ. ცნობილი ნიგერიელი მწერალი, ჩინუა აჩებე, წიგნის ახალგაზრდა ავტორს გრძნეული ორაკულების შთამომავალს უწოდებს, მართლაც, ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი დიდი ოსტატობით ხატავს ომისა და მშვიდობის მონუმენტურ სურათს და დაგვიანებით, მაგრამ მაინც ახერხებს მრავალწლიანი გულგრილობის შერყევას, მსოფლიოს წინაშე ბიაფრის – სამწლიანი ოცნებისა და ეფემერის სახელმწიფოს – გამოსარჩლებას.
 
ბიაფრა, რომლის სიმბოლოც ყვითელი ნახევარმზე გახლდათ, ერთიანმა ნიგერიამ „გადაყლაპა“, ხოლო „ყვითელი ნახევარმზის“ მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი კი 2013 წელს აკრძალა ნიგერიის მთავრობამ.
 
ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა


გამომცემლობა:
ინტელექტი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება