უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო

ცნობილი ინდოელი მწერლის, არუნდატი როის ეს ახალი რომანი, რომლის გამოქვეყნებასაც მკითხველი და კრიტიკოსები სულმოუთქმელად ელოდნენ, ეპიზოდური ამბებისაგან მოქსოვილი ეპიკური ტილოა, ისეთივე ჭრელი, მრავალწახნაგოვანი და კომპლექსური, როგორიც თავად ინდოეთი, მისი მოსახლეობა თუ ბობოქარი ისტორია.

სწორედ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების, ტრადიციებისა თუ ადამიანური ურთიერთობების არდავიწყებას ეძღვნება რომანი „უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“, რომელიც ერთდროულად სიყვარულზე, მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა თუ ურთიერთდაპირისპირებაზე, ადამიანურ სიკეთესა თუ ბოროტებაზე მოგვითხრობს.

თხრობა ძველ სასაფლაოზე დასახლებული ჰიჯრის, ჰერმაფროდიტი ანჯუმის ისტორიით იწყება და ძველ სასაფლაოზევე სრულდება, რომელიც წიგნის ყველა, ერთმანეთისაგან სავსებით განსხვავებულ, მაგრამ ერთმანეთის მიმართ დიდი სიყვარულით განმსჭვალულ მთავარ გმირს აერთიანებს და მივიწყებული ადგილიდან მიუსაფართა „ჯანატად“ (სამოთხედ), ანუ „უზეშთაესი ნეტარების“ ადგილად იქცევა.

„უზეშთაესი ნეტარების სამინისტრო“ მთელი ქვეყნის ბედზე მოგვითხრობს და მასში უფრო მძაფრად იგრძნობა ცნობილი პუბლიცისტისა და პოლიტიკური აქტივისტის, არუნდატი როის პირადი კრიტიკული დამოკიდებულება მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. უთუოდ ამითაც აიხსნება ფართო მკითხველის უდიდესი ინტერესი ამ რომანის მიმართ, რომელიც უკვე 50-ზე მეტ ენაზე ითარგმნა.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ