რა ვიკითხოთ ერთად - მაკა ლდოკონენი

„რა ვიკითხოთ ერთად“ ქართველი და უცხოელი საბავშვო ავტორებისა თუ მათი წიგნების შესახებ დაწერილ წერილებს აერთიანებს. მაკა ლდოკონენი არაორდინარული გაკვეთილების ჩატარების სქემებსაც გვთავაზობს; ანიმაციურსა თუ მხატვრულ ფილმებს თემატურად აკავშირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებთან; არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებებზე, ილუსტრაციის მნიშვნელობასა და ბიბლიოთეკის გაზომვის ორიგინალურ მეთოდზეც გვესაუბრება.
 
„რა ვიკითხოთ ერთად“ სხვადასხვა თაობის ადამიანის წიგნის გარშემო გაერთიანების ერთგვარი მცდელობაა. ხანდახან მაინც, ყველა ერთად თუ გამოვრთავთ მონიტორებს და საყვარელ მწერლებზე სასაუბროდ შევიკრიბებით, შესაძლოა უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი; ძალდაუტანებლად მივახვედროთ მოზარდები, რამდენ უპირატესობას კარგავენ, როდესაც საკუთარი ნებით ამბობენ უარს კითხვაზე.
 
მაკა ლდოკონენის ეს წიგნი იმ მასწავლებლებს გამოადგება, კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას ინდივიდუალურად რომ ურჩევენ და თავშესაქცევი გაკვეთილებით ანებივრებენ თავიანთ მოსწავლეებს; იმ მშობლებს დააინტერესებს, საუკეთესო მკითხველებად რომ სურთ შვილების გადაქცევა და უამრავი კითხვა დაუგროვდათ; იმ ბავშვებს დაეხმარება, წიგნის გარეშე ერთ დღესაც რომ ვერ ძლებენ ან პირიქით, სულაც არ აქვთ კითხვის დრო და სურვილი.
 
კრებულში თავმოყრილი წერილები უმცროს თაობას გზამკვლევის მაგივრობასაც გაუწევს და მზამზარეულ ინფორმაციასაც მიაწვდის. ერთ მშვენიერ დღეს კი შესაძლოა სწორედ აქ მიაგნონ თავიანთ საყვარელ ავტორს, კითხვას გემო გაუგონ და წიგნების ქარავანსაც თავდავიწყებით აედევნონ.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ