ნატალი პორტმანი - იგავები

ცნობილი მსახიობისა და აქტივისტის, ნატალი პორტმანის კლასიკური იგავ-არაკები მუდმივად აქტუალურ თემებსა და ცხოვრებისეულ გაკვეთილებზეა, რომ არ არსებობს „სწორად“ ცხოვრების გზა; რომ მოვუაროთ და პატივი ვცეთ ჩვენს პლანეტას; რა აბედნიერებს ადამიანს და რას მოაქვს მისთვის გამარჯვება. საინტერესო ინტერპრეტაციით გადმოცემული იგავები – „კუ და კურდღელი“, „სამი გოჭი“, „სოფლელი თაგვი და ქალაქელი თაგვი“ – შესანიშნავადაა შერწყმული ჯანა მატიას ილუსტრაციებთან.
 
ნატალი პორტმანი აკადემიის ჯილდოს მფლობელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და აქტივისტი დაიბადა იერუსალიმში, ისრაელში. მსახიობი ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ამჟამად ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესში ცხოვრობს. ნატალი პორტმანის იგავები მისი სადებიუტო დასურათებული წიგნია.
 
ჯანა მატია სან დიეგოში დაიბადა და გაიზარდა; ილუსტრატორის აკადემიური ხარისხი ლაგუნას ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯში მიიღო, ახლა კი მუშაობს ფილმების კონცეფციისა და პერსონაჟების შექმნის ხელოვნებაზე. ეს წიგნი მისთვისაც სადებიუტოა.
 
იგავები ინგლისურიდან თარგმნეს სალომე ბენიძემ და მედეა ზაალიშვილმა

0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება