მარიო ვარგას ლიოსა - დეიდა ხულია და ჯღაბნია

0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება

(მთარგმნელი ნინო ფიფია) და მწვანე სახლი (მთარგმნელი მაკა გოგოლაშვილი) — ინტელექტი აქტიურად გამოსცემს ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ისეთი ცნობილი წარმომადგენლის შემოქმედებას, როგორიც მარიო ვარგას ლიოსაა. ამჯერად ამ მწერლის ქართველი მკითხველისთვის აქამდეც საკმაოდ კარგად ნაცნობი წიგნის დეიდა ხულია და ჯღაბნია განახლებულ თარგმანს და ამასთანავე მისი კიდევ ერთი რომანის მწვანე სახლის პირველ ქართულ თარგმანს შემოგვთავაზებენ.


 პერუელი ნობელიანტი მწერლის, მარიო ვარგას ლიოსას ნახევრად ავტობიოგრაფიული რომანი „დეიდა ხულია და ჯღაბნია“ ამ ნაწარმოების პირველი ქართული თარგმანია ორიგინალიდან – აქამდე ქართველი მკითხველი ამ წიგნის მხოლოდ რუსულიდან თარგმნილ გამოცემას იცნობდა.

რომანი თავად მწერლის პროტოტიპის, ახალგაზრდა, მწერლობაზე მეოცნებე კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც თვრამეტი წლის ასაკში ოცდათორმეტი წლის ქალი, საკუთარი ბიძის ცოლის და შეუყვარდება და ამ სიყვარულის შესანარჩუნებლად არამხოლოდ აღშფოთებულ ნათესავებთან, არამედ, როგორც პერუული კანონების მიხედვით არასრულწლოვანს, ბიუროკრატიულ ბარიერებთანაც უწევს გამკლავება.

საოცარი იუმორით მოთხრობილი ამ უჩვეულო სიყვარულის ამბის პარალელურად კი ახალგაზრდა მწერლის მეგობრის, რადიოსპექტაკლების ავტორის, უცნაური და საინტერესო კაცის, პედრო კამაჩოს მიერ დაწერილი სცენარებიდან ვეცნობით ფრაგმენტებს – ტექსტის იმ მონაკვეთებს, სადაც მარიო ვარგას ლიოსას მწერლური ოსტატობა მთელი ძალით ვლინდება – პოსტმოდერნისტული შედევრების შექმნის პარალელურად ვარგას ლიოსა ახერხებს „საპნის ოპერებით“ გააჯეროს თხრობა, თანაც ისე, რომ ინტელექტუალი მკითხველიც მოხიბლოს და არც ამ ჟანრის ერთგვარ ბანალურობაზე თქვას უარი.

გამომცემლობა:
ინტელექტი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა