გეორგიევსკის ტრაქტატი და მეფე ერეკლე (მიზნები, სურვილები, შედეგები))

რუსეთის მთავრობის დიდი ძალისხმევის შედეგად 1783 წლის 24 ივლისს გეორგიევსკში ხელმოწერილი ტრაქტატით ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მოექცა, რითაც საფუძველი ჩაეყარა რუსეთის ბატონობას სამხრეთ კავკასიაში. წლების განმავლობაში ამ საკითხს იდეოლოგიური დატვირთვა ჰქონდა და პროპაგანდისტული მითებით იმოსებოდა. ამ თემას კრემლი ამჟამადაც იყენებს პროპაგანდისტულ იარაღად ჩვენს ქვეყანაში თავისი იმპერიული ინტერესების სასარგებლოდ.
 
წიგნში პირველწყაროების საფუძველზე გაანალიზებულია იმ მიზეზთა ერთობლიობა, რამაც განაპირობა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება. კავკასიაში, შავიზღვისპირეთსა და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთში არსებული პოლიტიკური ვითარების ფონზე ამ თვალსაზრისით ნაჩვენებია როგორც ქართული, ისე რუსული მხარის მისწრაფებები, მიზნები და ამოცანები. 
 
აქვე მოხმობილია და გულდასმით გაანალიზებული ბევრი უტყუარი ისტორიული ფაქტი, რაც მკითხველისათვის თვალსაჩინოს გახდის, თუ როგორ კატასტროფულად გაუარესდა ქართლ-კახეთის სამეფოს საგარეოპოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმებიდან პირველსავე წლებში.

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება