ალექსანდრე ყაზბეგი - 100 ამბავი

XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის  ალექსანდრე ყაზბეგი თავისი ცხოვრებისეული დრამატიზმით სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ხევის უმდიდრესი მებატონის შვილმა ტრაგიკული გზა განვლო, ფუფუნებიდან – უკიდურეს სიღატაკემდე.
 
მედუქნე, მეცხვარე, მსახიობი, ჟურნალისტი, მწერალი  –  ეს ყაზბეგის „პროფესიათა“ არასრული ჩამონათვალია. მისი არაორდინარული ცხოვრების წესი მწერლის სიცოცხლეშივე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. სანდრომ მრავალჯერ იწვნია დაუმსახურებელი გულისტკენა ახლობლებისა და უცხოების მხრიდანაც კი. როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, „ქართველი საზოგადოება ცოტა პირშავად არის მასთან“.
 
წიგნში მკითხველი გაეცნობა ბავშვივით მგრძნობიარე, ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე, საკუთარი ქვეყნისა და მწერლობის სიყვარულით სავსე შემოქმედს.
 
შემდგენლები: ლევან ბებურიშვილი და ანა პაპოშვილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
0,00 
წიგნი ხელმისაწვდომი იქნება ძალიან მალე. თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ჯავშნის სერვისით. დაამატეთ კალათაში და როდესაც წიგნი იქნება ხელმისაწვდომი ჩვენ პირველები შეგატყობინებთ!
+
დაგვისვით კითხვა
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება