გამომცემლობა ნოტა ბენე




NOTA bene - მიაქციე ყურადღება I ის, რაც ძვირფასია!

NOTA Bene-ს ისტორია იწყება 2016 წლიდან, ქართული საგამომცემლო სფეროში თავის პირველი სტყვა გახმაურებული პროექტის "ქართველი მწერლებით" თქვა და შედეგმაც არ დააყოვნა, მოოქრული კიდეებითა და ტყავის გარეკანით გაფორმებული უნიკალური წიგნი სრული ტირაჟით რამდენიმე თვეში გაყიდა და მოთხოვნის გამო ტირაჟი დღეს მეოთხედ განახლდა. გამომცემლობამ გვერდი არ აუარა ქართულ თემატიკას და იმ ღირებულებებს, რომელიც ძვირფასია ქვეყნისთვის და გამოსცა ალბომი "ვეფხისტყაოსნის მხატვრობა", სადაც 16 მხატვრის უნიკალური ნამუშევრები იყო შესული, რომელიც ამ პოემისათვის შესრულდა. წიგნის ტირაჟი ასევე რამდენიმე თვეში ამოიწურა.
გამომცემლობამ ქართველ მკითხველს მსოფლიო ლიტერატურის შედევრის "შერლოკ ჰოლმსის" ახალი, პირველი სრული შევსებული საკოლექციო ორტომეული შესთავაზა, რომელიც გაფორმებული იყო თავდაპირველი ილუსტრაციებიით. 


რთული დიზაინი, გამორჩეული თემატიკა და ისტორია, რომელიც არ მეორდება. გამომცემლობის წიგნების შეძენით, თქვენ ქართული და მსოფლიო ლიტერატურის განსაკუთრებული შედევრების, განსაკუთრებული ეგზემპლარების მფლობელები ხდებით. 


"ბიზნესლიტერატურა" გამომცემლობის ახალი პროექტია, რომელიც თავს უყრის ბიზნესლიტერატურის გამორჩეულ წიგნებს, პირველი წიგნი "მაღალეფექტიანი ადამიანების 7 ჩვევა" რომლის ავტორიც სტეფან კოვია, მსფოლიო ბესტელერთა სიაში დღემდე საპატიო ადგილს იკავებს და ქართველი მკითხველებიც მას განსაკუთრებულად ელოდნენ და შეხვდნენ კიდევაც, წიგნის ტირაჟის ნახევარი, მკითხველებმა წიგნის გამოსვლამდე 1 თვით ადრე საიტზე დაჯავშნეს.

ბრაიან ტრეისის "გაყიდვის ფსიქოლოგია" გამომცემლობის მერე პროექტია აღნიშნული სერიის ფარგლებში, წიგნი გამოსვლისთანავე telex.ge-ს ბესტელერი გახდა და სრული ტირაჟის 40% მკითხველებმა გამოცემამდე დაჯავშნეს.


გამომცემლობის წიგნები წიგნების ონლაინ მაღაზია telex.ge-ს ექსკლუზივია და წინ ყველაზე გახმაურებული, გამორჩეული, საინტერესო და უნიკალური წიგნები გელით, რომელიც არასოდეს განმეორდება ან პირველად იხილავთ ქართულ ენაზე იმ სახით და თარგმანებით, რომლებსაც ნამდვილად იმსახურებს წიგნი და მისი მკითხველები.




გააორმაგეთ და გაასამმაგეთ გაყიდვები ნებისმიერ ბაზარზე!

ამ წიგნის მიზანია მოგაწოდოთ ის იდეები, სტრატეგიები, მეთოდები და ტექნიკები, რომლებიც შეგიძლიათ ახლავე გამოიყენოთ, რათა გაყიდოთ უფრო მეტი, უფრო სწრაფად და უფრო იოლად, ვიდრე აქამდე ახერხებდით.

ბაიან ტრეისიმ, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა პროფესიონალმა ორატორმა და გაყიდვების ტრენერმა, გადატრიალება მოახდინა ახალი
იდეით, რომ გაყიდვების ფსიქოლოგია ტექნიკებსა და მეთოდებზე მეტად მნიშვნელოვანია.
ტრეისის გაყიდვების ფსიქოლოგიის კლასიკად ქცეული აუდიოპროგრამა ყველაზე წარმატებულია სატრენინგო პროგრამების ისტორიაში. ახლა ის გავრცობილი და განახლებული სახით პირველად გამოიცა წიგნად.

ის, ვინც გაყიდვებს მიჰყოფს ხელს, შედეგის გასაუმჯობესებლად „გაყიდვის შიდა თამაშს“ უნდა დაეუფლოს, დაძლიოს უარყოფის შიში და მტკიცე თავდაჯერება გამოიმუშაოს, ისწავლოს საკუთარი აზრების, გრძნობებისა და მოქმედებების მართვა.

ბრაიან ტრეისი 1944 წლის 5 იანვარს დაიბადა. იგი გახლავთ კანადელ-ამერიკელი საჯარო ორატორი, მოტივაციისა და თვითგანვითარების კონსულტანტი, სამოცდაათამდე წიგნის ავტორი, რომლებიც ათობით ენაზე ითარგმნა. მათ შორის ყველაზე პოპულარულია: „შეჭამე ბაყაყი!“, „მიზნები“ და „წარმატების ფსიქოლოგია“


გამოიწერე




სოფლიო ბესტსელერი ქართულად, გაყიდულია 30 მილიონზე მეტი ეგზემპლარი.

„მაღალეფექტიანი ადამიანების შვიდი ჩვევა“ დღესაც ისეთივე აქტუალური და დროულია, როგორც მისი პირველად გამოცემისას.

წიგნში ასახული შვიდი პრინციპი შექმნილია იმისთვის, რომ შთააგონოს და მოტივირებდეს ყველა ასაკისა და პროფესიის ადამიანებს თავიანთი პროფესიული თუ პირადი პრობლემების გადასაჭრელად.
ავტორი, სტეფან კოვი გთავაზობთ მარტივ პრინციპებზე დაფუძნებულ ჩარჩოს, რათა დაეხმაროს ადამიანებს, აღმასრულებელი დირექტორიებიდან დაწყებული მშობლამდე, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომლებსაც ცვლილებები ქმნის.

წიგნში მოცემული 7 ჩვევა, ფილოსოფიაა, რომელიც მილიონობით ადამინის დაეხმარა მიეღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები პირადი და პროფესიული პრობლემების გადასაჭრელად. მიეღწიათ სამართლიანი, მთლიანი, პატიოსანი და ღირსეული ცხოვრებისთვის, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში.

„მაღალეფექტიანი ადამიანების შვიდი ჩვევის“ სიბრძნე დღეს  ძალიან აქტუალურია... დოქტორი კოვი თვლიდა, რომ ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია თვითგანახლება, იმის გააზრება, რომ ლიდერობისა და კრეატიულობისათვის აუცილებელია ფიზიკური, გონებრივი და სულიერი რესურსების გამოყენება. ეს ყველაფერი სწორედ ისაა, რაც დღეს გვჭირდება.


შვიდი ჩვევა აუცილებლად უნდა წაიკითხოს ყველამ, ვისაც სურს გაიგოს, თუ როგორ გაუღვივოს შთაგონება და მოტივაცია სხვებს. ის დღესაც ბიზნესლიტერატურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია.

კევინ ტერნერი, COO Microsoft Corporation-ის
აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე


არც ისე ხშირად აღმოვაჩენთ ხოლმე ისეთ წიგნს, რომელიც გავლენას ახდენს არა მარტო მკითხველზე, არამედ კულტურაზეც. შვიდი ჩვევა ერთ-ერთი ასეთი წიგნია. საუკუნის მეოთხედია ეს წიგნი ადამიანებს უფრო გონივრულად მუშაობასა და უკეთ ცხოვრებას ასწავლის. სტეფან კოვიმ ნამდვილად შესანიშნავი მემკვიდრეობა დაგვიტოვა.


დანიელ პინკი, ავტორი წიგნებისა - „დრაივი“ და „გაყიდვა ადამიანურია“


კოვის შედევრმა, თუ მსოფლიო არ შეცვალა, ნამდვილად იქონია გავლენა მილიონობით მკითხველზე, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი პლანეტა უფრო მშვიდობიანი, აყვავებული, მიზანმიმართული და მომზადებული გახადონ. ეს მკითხველები ნამდვილად შეძლებენ სამყაროს შეცვლას.

უორენ ბენისი, „ლიდერად გახდომისა“ და „კვლავ გაოცებულის“ ავტორი, კალიფორნიის
უნივერსიტეტის მენეჯმენტის გამორჩეული პროფესორი


საბედნიეროდ, უკვე ოცდახუთი წელია, რაც ეს წიგნი გვარიგებს და გვამხნევებს. ახლა მოგიწოდებთ, რომ კიდევ ოცდახუთი წლის განმავლობაში ამ წიგნის ერთგულნი დარჩეთ.

მაია ანგელო


შვიდი ჩვევა იმ უცვლელ პრინციპებს აერთიანებს, რომლებიც ნებისმიერ კომპანიას დაეხმარება წარმატებისაკენ სვლაში.

ნიუ-იორკ ტაიმსის ბესტსელერის „ბედნიერების მიტანის“ ავტორი და Zappos.com-ის პრეზიდენტი


შვიდი ჩვევა ბევრი ჩვენგანისათვის ბიზნესის სამყაროში მოგზაურობის მარტივი და ძალიან ეფექტიანი გზამკვლევი აღმოჩნდა. ის შესანიშნავი გიდია ნებისმიერი მიზანსწრაფული ლიდერისათვის.

მეგ ვაიტმანი, HP-ის აღმასრულებელი დირექტორი


უკვდავი არავინაა, მაგრამ წიგნები და იდეები დროს უძლებს. ამ წიგნის კითხვისას გაიცნობთ სტეფან კოვის, რომელიც მოწოდების სიმაღლეზეა. შეიგრძნობთ, როგორი სიფაქიზით არჩევს საჭირო სიტყვებს, რათა გითხრათ: „მე გულწრფელად გიზიარებ ჩემს ცოდნას, მომეცი უფლება, დაგეხმარო. მსურს, რომ აქედან შეიმეცნო, ისწავლო;
მსურს, გაიზარდო, უკეთესი გახდე, იცხოვრო სხვებისათვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ცხოვრებით.“ მისი ცხოვრება დასრულდა, მისი საქმიანობა - არა. ის ამ წიგნში ცოცხლობს და მისი იდეები დღესაც აქტუალურია. „მაღალეფექტიანი ადამიანების შვიდი ჩვევა“ 25 წლისაა. დამეთანხმებით, ეს კარგი დასაწყისია.

ჯიმ კოლინზი

ჩვევა გამოიწერე





ყველა ერს, რომელსაც არსებობის უფლება დაუმსახურებია, მით უფრო,  საკუთარი ლიტერატურაც თუ აქვს და ამით გარკვეული წვლილიც შეაქვს მსოფლიო კულტურულ სივრცეში, ყოველთვის სჭირდება ერთგვარი პირობითი სია  გენიოსებისა, ვისაც ნიჭიერებისა, მახვილი თვალისა და უცნაურ, მაგრამ ბედნიერ თანხვედრათა გამო მოუპოვებია უფლება სხვათაგან ყურისგდებისა. 

ახალს არაფერს ვიტყვით, თუ აღვნიშნავთ, რომ ლიტერატურა ერის სულის სარკეა, თვალია, რომლითაც იგი უცქერს სამყაროს, აღიქვამს მას, ესაუბრება, კითხვებს უსვამს და პასუხებს ითხოვს. შევეცადეთ ამ გამოცემაში შეგვეკრიბა სწორედ ის ადამიანები, რომელთა ფიქრის, ფანტაზიის და დაკვირვებათა მიხედვით მსჯელობენ სხვანი, გარეშენი,

     ჩვენზე;  ისინი, ვისი დახმარებითაც თავად ვმსჯელობთ და წარმოვიდგენთ საკუთარ წარსულს; ისინი, ვის პერსონაჟებსაც ვემსგავსებით და ველტვით, ან გავურბივართ და განვემსგავსებით;  ისინი, ვინც ჩვენდა, ხშირად კი თავისდა უნებურად, გვქმნის ისეთს, როგორებადაც წარმოგვიდგენია საკუთარი თავი;
ისინი, ვინც ქმნის ჩვენი ყოველდღიური არსებობის პარალელურ სინამდვილეს. ჩვენ შევეცადეთ, ამჯერად თავი მოგვეყარა სწორედ მათთვის, ქართული სულიერების ერთგავრი მცველებისათვის და მკითხველის წინაშე გველაპარაკა მათზე, როგორც რეალურ, სისხლ-ხორცისაგან შემდგარ ადამიანებზე.
წინამდებარე წიგნი ერთგვარი კრებულია ცნობილი ქართველი მწერლების ბიოგრაფიების, ხელნაწერების, ფოტოებისა და სურათებისა. აქვე უნდა ითქვას, რომ ეს გამოცემა არ არის სრული და ყოვლისმომცველი, რაც, რა თქმა უნდა, შეუძლებელიც კია.

      ქართველი მწერლები - ბიოგარფიები, ხელნაწერები, ფოტოები,  შეიქმნა მარტივი მიზნით, დღემდე, როგორღაც ისე მოხდა, რომ ქართულ ენაზე, ფაქტობრივად, არ არსებობს ამგვარი გამოცემა. აუცილებელი კია არსებობდეს, თუ გვსურს, ერი ვუწოდოთ საკუთარ თავს, თუ გვსურს, შევძლოთ ფიქრი საკუთარ წარსულსა და მომავალზე. გამოცემა ერთი მხრივ ბიოგრფიული დეტალებითა და ფოტომასალითაა მდიდარი, მეორე მხრივ კი სავსეა საინტერესოდ მიმოხილული ამა თუ იმ ავტორის შემოქმედებით. დაინტერესებული თვალი ბევრ უცნობ და საყურადღებო დეტალს აღმოაჩენს წიგნში, არა მხოლოდ საბჭოთა მანქანის მიერ რეპრესირებული ავტორების, არამედ იმათ შესახებაც, ვინც უკვე დიდი ხანია, რაც ქართული ლიტერატურის ხელშეუხებელ კლასიკოსად ითვლება.  მუშაობისას ჩვენ შევეცადეთ დაგვეცვა ერთგვარი ქრონოლოგიური პრინციპი.  წიგნი მოიცავს ოცდაცხრა ავტორს, სულხან-საბა ორბელიანიდან ვიდრე მირზა გელოვანამადე, მეჩვიდმეტე საუკუნის ბოლოდან მეოცე საუკუნის პირველი  ნახევრის ჩათვლით. ქართველ მწერალთა ჩამონათვალი საგანგებოდ წყდება მაშინ, როცა სიცოცხლეს იწყებს საბჭოთა კავშირის ახალი იმპერია, ვფიქრობთ, რომ უკვე საბჭოთა საქართველოში დაბადებულ ავტორებს, გამომდინარე მათი ბედიდან, ბიოგრაფიიდან თუ შემოქმედებითი სირთულეებიდან, სრულიად ცალკეგამოცემა უნდა მიეძღვნას.


იმედი გვაქვს, აღნიშნული წიგნი-ალბომი კარგი საჩუქარი იქნება ქართველი მკითხველისთვის. 


    შესულია : სულხან-საბა ორბელიანი( ლალი დათაშვილი) ; დავით გურამიშვილი ( ლალი დათაშვილი) ; ბესარიონ გაბაშვილი (გოჩა კუჭუხიძე) ;  ალექსანდრე ჭავჭავაძე (ინგა მილორავა) ; გრიგოლ ორბელიანი (ნინო ვახანია); ვახტანგ ორბელიანი (ნინო ვახანია) ;  ნიკოლოზ ბარათაშვილი (გაგა ლომიძე) ; ილია ჭავჭავაძე (გაგა ლომიძე) ; აკაკი წერეთელი (ინგა მილორავა) ;  ალექსანდრე ყაზბეგი (გია არღანიშვილი);  ეკატერინე გაბაშვილი (ნინო გაგოსაშვილი) ; ვასილ ბარნოვი (ნანა კუცია) ; ვაჟა-ფშაველა (გაგა ლომიძე) დავით კლდიაშვილი (გია არღანიშვილი);  ნიკო ლორთქიფანიძე( ინგა მილორავა); გრიგოლ რობაქიძე ( მაია ჯალიაშვილი) ; მიხელ ჯავახიშვილი (ნონა კუპრეიშვილი) ; ლეო ქიაჩელი (თამუნა პაიჭაძე) ; იოსებ გრიშაშვილი ( თამუნა პაიჭაძე); გალაკტიონ ტაბიძე ( მაია ჯალიაშვილი) ; კონსტანტინე გამსახურდია ( სოსო სიგუა) ტიციან ტაბიძე (ლალი ავალიანი) ; პაოლო იაშვილი ( ლალი ავალიანი); ტერენტი გრანელი (ნ მარინა ტურავა) ; გიორგი ლეონიძე ( ემზარ კვიტაიშვილი) ; სიმონ ჩიქოვანი ( გაგა ლომიძე); ნიკო სამადაშვილი ( ნონა კუპრეიშვილი) ლადო ასათიანი (გოჩა კუჭუხიძე) ; მირზა გელოვანი ( ემზარ კვიტაიშვილი);



გამოიწერე