ჯეიმს ქლიერი - ატომური ჩვევები

ჯეიმს ქლიერის „ატომური ჩვევები“ კარგი ჩვევების გამომუშავებისა და ცუდისგან გათავისუფლების მარტივ და ნაცად გზას გასწავლით.

ეს რევოლუციური სისტემა გასწავლის, როგორ გახდე ყოველდღე ერთი პროცენტით უკეთესი. ეს წიგნი არის გზამკვლევი, რომელიც ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებასა და კარგი ჩვევების გამომუშავებაში დაგეხმარებათ.

შინაარსი:

  • წინასიტყვაობა
  • შესავალი - ჩემი ამბავი
  • საფუძვლები - რატომ მოაქვს უბრალო ცვლილებებს მნიშვნელოვანი შედეგები: 1 - ატომური ჩვევების გასაოცარი ძალა
  • 2 - როგორ აყალიბებს ჩვევები იდენტობას (და პირიქით)
  • 3 - როგორ უნდა გამოიმუშაო ჩვევები 4 მარტივი ნაბიჯით
  • I წესი - გააცხადე: 4 - კაცი, რომელიც კარგად არ გამოიყურებოდა
  • 5 - საუკეთესო გზა ახალი ჩვევის ჩამოსაყალიბებლად
  • 6 - მოტივაციის მნიშვნელობა გაზვიადებულია; ხშირად გარემო უფრო მნიშვნელოვანია
  • 7 - თვითკონტროლის საიდუმლო
  • II წესი - აქციე მიმზიდველად: 8 - როგორ უნდა აქციო ჩვევა შეუქცევადად
  • 9 - ოჯახისა და მეგობრების როლი ჩვევების ჩამოყალიბებაში
  • 10 - როგორ უნდა გამოავლინო და აღმოფხვრა ცუდი ჩვევების გამომწვევი მიზეზები
  • III წესი - გაამარტივე: 11 - იარე ნელა, მაგრამ უკუსვლით - არასდროს
  • 12 - მინიმალური ძალისხმევის წესი
  • 13 - როგორ აღარ გადავდოთ საქმე "ორი წუთის წესის" მეშვეობით
  • 14 - როგორ ვაქციოთ კარგი ჩვევები გარდაუვალად და ცუდი ჩვევები შეუძლებლად
  • IV წესი - აქციე სასიამოვნოდ: 15 - ქცევის ცვლილების მთავარი წესი
  • 16 - როგორ უნდა განახორციელო კარგი ჩვევები ყოველდღიურად
  • 17 - როგორ შეუძლია პასუხისმგელობის მქონე პარტნიორს ყველაფრის შეცვლა
  • მოწინავე ტაქტიკები - როგორ უნდა გადაიქცეს უბრალოდ კარგი ჭეშმარიტად გამორჩეულად: 18 - სიმართლე ნიჭის შესახებ (როდის აქვს გენებს მნიშვნელობა და როდის - არა)
  • 19 - "ოქროსთმიანი გოგონას წესი": როგორ უნდა შეინარჩუნო მოტივაცია პირად და საქმიან ცხოვრებაში
  • 20 - კარგი ჩვევების ჩამოყალიბების უარყოფითი მხარე
  • დასკვნა - მყარი შედეგების საიდუმლო
  • დანართი


ISBN:
9789941352157
ავტორი:
ჯეიმს ქლიერი
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ანა ნემსიწვერიძე
სერია:
ლურჯი ოკეანე
ფორმატი:
14X21
გვერდების რაოდენობა:
332
ყდის ტიპი:
რბილი


ა-ტო-მუ-რი
........................................................
1. ნივთიერების უმცირესი ნაწილი; დიდი სისტემის უმცირესი, უკვეცი ერთეული.
2. უზარმაზარი ენერგიის ან ძალის წყარო.
ჩვე-ვა
........................................................
1. პროცესი ან ხერხი, რომელიც რეგულარულად სრულდება; ავტომატური პასუხი კონკრეტულ გარემოებაზე.
* * *
უნდა ვაღიარო, თავდაპირველად, წიგნის მიმართ სკეპტიკურად განვეწყე. გარკვეული სტერეოტიპების ტყვეობაში აღმოვჩნდი. ესეც ჩვევაა, თუმცა ცუდი.
სათაური ზედმეტად ამბიციური მომეჩვენა, ავტორიც სრულიად უცნობი იყო და წიგნის ორიგინალის გამოსვლიდან ცოტა დრო იყო გასული. თითქოს ყველაფერი მიუთითებდა იმაზე, რომ წიგნის არნახული პოპულარობა უფრო ე.წ. ჰაიპის, ვიდრე მისი შინაარსობრივი ღირებულების შედეგი იყო.
საბედნიეროდ, შევცდი.
წიგნის პირველივე გვერდიდან მივხვდი, რომ "ატომური ჩვევები" ის იყო, რის გამოც მიყვარს ბიზნესლიტერატურის კითხვა – მიბიძგოს ცვლილებისკენ, გაამდიდროს ჩემი გამოცდილება და ახალი ცოდნით გააუმჯობესოს ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრება.
ეს წიგნი საინტერესოცაა და სასარგებლოც. სასარგებლოა იმიტომ, რომ შენი შეძენილი თუ შესაძენი ჩვევების ჩამოყალიბების დეტალურ ახსნას გთავაზობს, ყოფს მათ უმცირეს ნაწილებად და მათი წარმოქმნის მექანიზმების რეალურ ბუნებას წარმოადგენს, ხოლო საინტერესოა, რადგან მთლიანად დაფუძნებულია ავტორის წარმატებულ პრაქტიკულ გამოცდილებაზე, რომელსაც რევოლუციური და თანამედროვე თეორიები უმყარებს ზურგს.
შედეგად, ჯეიმს ქლიერის "ატომური ჩვევების" სახით გვაქვს ატომური ჩვევების შექმნის მოწინავე მეთოდოლოგიაც და ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლების უნიკალური შესაძლებლობაც.
შთამბეჭდავი ისიცაა, რომ პრაქტიკული რჩევები მარტივი და ყველასთვის გასაგები ენითაა გადმოცემული. რთული სამეცნიერო ტერმინებისგან თავისუფალია წიგნის ლექსიკაც. ქართულ ენაზე მთარგმნელისა და სარედაქციო კოლეგიის დამსახურებით კი ამ წიგნის კითხვა ერთგვარ სიამოვნებად გექცევათ.
"ატომური ჩვევები" არის წიგნი ყველასთვის!
სახელმძღვანელოა მათთვის, ვინც აქამდე უშედეგოდ ცდილობდა ცუდი ჩვევებისგან გათავისუფლებას.
მეგზურია მათთვის, ვისაც ახალი ჩვევების ჩამოყალიბებისთვის აქამდე საკმარისი ცოდნა და მოტივაცია არ ჰქონდა.
გზამკვლევია მათთვის, ვინც მეგობრებსა თუ კოლეგებს, შვილებსა თუ ახლობლებს სწორი რჩევებით ეხმარება.
სოსო გალუმაშვილი

ჯეპრას უფროსი კონსულტანტი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000010147
19,95 
მარაგშია
ქულები: 20 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება