როგორ შევქმნათ პროდუქტი რომელიც მომხმარებელს სურს

თუ გიგრძვნიათ უკმაყოფილება იმის გამო, რომ პროდუქტის შესახებ შეხვედრები არაპროდუქტიულია, რომ ახალი პროდუქტის შექმნა მხოლოდ ვარაუდებსა და ინტუიციაზეა დაფუძნებული, გიმუშავიათ თამამ, ბრწყინალე იდეაზე, რომელმაც საბოლოო ჯამში წარუმატებლობამდე მიგიყვანათ, მაშინ ეს წიგნი სწორედ თქვენთვისაა.

წიგნი „ღირებული შეთავაზების ფორმირება“ დაგეხმარებათ კარგად გაიაზროთ ღირებული შეთავაზების შექმნის ნიმუშები, შეაფასოთ თქვენი გუნდი, თავიდან აიცილოთ დროის დაკარგვა ისეთ იდეებზე, რომლებიც შედეგს არ მოიტანს, უკეთ გაუგოთ მომხმარებლებს და იყოთ წარმატებული. ეს არის პრაქტიკული წიგნი, სავსე მეთოდიკებით, მაგალითებით, სქემებითა და რჩევებით.

ღირებული შეთავაზების ტილო ბიზნესმოდელის ტილოს მნიშვნელოვანი კომპანიონია. ეს არის მეთოდი, რომელსაც გლობალურად იყენებენ, როგორც სტარტაპები, ასევე დიდი კორპორაციები, როგორებიცაა მასტერქარდი, 3M, კოკა-კოლა, ფუჯითსუ, ლეგო, ქოლგეით-პალმოლივი და სხვა.



ალექს ოსტერვალდერი „როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელის“თანაავტორი და ცნობილი ბიზნესმოდელის ტილოს თანაშემქმნელია. 2010 წელს მან შექმნა სტრატეგიული საკონსულტაციო კომპანია Strategyzer, რომლის საქმიანობის ფარგლებშიც 5 მილიონ ადამიანზე მეტმა გამოიყენა ბიზნესმოდელის ტილო თავისი ბიზნესის განსავითარებლად. მისი თქმით, იგი შეპყრობილია სურვილით „გახადოს სტრატეგია, ინოვაცია და მეწარმეობა მარტივი, პრაქტიკული და ხელსაყრელი“. სწორედ ამ სურვილს ეხმაურება მისი წიგნები და ბიზნესმოდელის ტილო.

ISBN:
9789941325656
ავტორი:
ოსტერვარდელი ალექს; პინიე ივ; ბერნარდა გრეგ; სმითი ალან
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
სერია:
ლურჯი ოკეანე
ფორმატი:
24X19
გვერდების რაოდენობა:
291
ყდის ტიპი:
რბილი
ილუსტრირებული:
კი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
29,95 
გაყიდვაშია
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
გამომცემლობაპალიტრა L სერიალურჯი ოკეანე
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები