კარგი ბოსი - ცუდი ბოსი

თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის „კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს.
პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების მანძილზე დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და ამასთანავე, ხელქეითების სიყვარულიც მოიპოვო.


ადამიანები სამსახურს უფრო ხშირად არა საქმიანობის, არამედ ცუდი ბოსის გამო ტოვებენ. ცუდ ბოსს შეუძლია, კარგი ნამუშევარი უბადრუკობად, ხოლო სამსახური ჯოჯოხეთად აქციოს. გარდა ამისა, უხიაგმა ხელმძღვანელმა კომპანიას შესაძლოა ტონობით ფული დააკარგვინოს... თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის ”კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს. პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და, ამასთანავე, ხელქვეითების სიყვარულიც მოიპოვო. ავტორის მიერ გადმოცემული ცოცხალი, ხშირად იუმორით გაზავებული ამბები მოწმობს, რომ ადამიანები ეძებენ არა უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც შეიძლება ”თბილად მოკალათდე“, არამედ სიხარულის მომტან შემოქმედებით საქმიანობას, რომლის უპირველესი განმსაზღვრელი ადამიანური ღირსებებით შემკული საუკეთესო ბოსი, ნამდვილი ლიდერია.

რა აქცევს ბოსს კარგ ან ცუდ მმართველად? როგორ აისახება ბოსის ქმედებები და დამოკიდებულება თანამშრომელთა შრომისუნარიანობასა და მოტივაციაზე? როგორ შეიძლება კარგი ბოსი იქცეს ცუდად და პირიქით? - ამ კითხვებზე პასუხს რობერტ ი. სატონის წიგნში იპოვით.

„კარგი ბოსი ცუდი ბოსი“ ამერიკელი პროფესორისა და მტკიცებითი მენეჯმენტის მკვლევრის რობერტ ი. სატონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნია, რომელიც New York Times-ის ბესტსელერი გახდა.

ადამიანები სამსახურს უფრო ხშირად არა საქმიანობის, არამედ ცუდი ბოსის გამო ტოვებენ. ცუდ ბოსს შეუძლია, კარგი ნამუშევარი უბადრუკობად, ხოლო სამსახური ჯოჯოხეთად აქციოს. გარდა ამისა, ცუდმა ხელმძღვანელმა კომპანიას შესაძლოა ტონობით ფული დააკარგვინოს... თუ ბოსი ხარ და გაინტერესებს, როგორ აკეთო შენი საქმე ისე, რომ მსგავსი რამ არ დაგემართოს, რობერტ სატონის „კარგი ბოსი, ცუდი ბოსი“ საუკეთესო სამსახურს გაგიწევს. სწავლა არასდროს არის გვიან, განსაკუთრებით ამ სწრაფად განვითარებად სამყაროში, სადაც ტრენდები ისე ხშირად იცვლება, აყოლას ვერ ვასწრებთ, მათ შორის მენეჯმენტში.

პროფესორი რობერტ სატონი ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ ფსიქოლოგიურ თუ მენეჯერულ კვლევებსა და კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით გვიყვება, როგორ შეიძლება გახდე კომპანიისთვის ეფექტური ხელმძღვანელი და, ამასთანავე, ხელქვეითების სიყვარულიც მოიპოვო. ავტორის მიერ გადმოცემული ცოცხალი, ხშირად იუმორით გაზავებული ამბები მოწმობს, რომ ადამიანები ეძებენ არა უბრალოდ სამუშაო ადგილს, სადაც შეიძლება „თბილად მოკალათდე“, არამედ სიხარულის მომტან შემოქმედებით საქმიანობას, რომლის უპირველესი განმსაზღვრელი ადამიანური ღირსებებით შემკული საუკეთესო ბოსი, ნამდვილი ლიდერია.

კომპანიას კი, სადაც ადამიანი თავს ბედნიერად გრძნობს და ყოველდღიურად შესასრულებელ საქმეს არა როგორც უსიამოვნო ვალდებულებას, არამედ როგორ საინტერესო პროცესად აღიქვამს, წარმატების მეტი შანსი აქვს. მიუხედავად ამისა, საყვარელი საქმის კეთების პროცესი ცუდმა ბოსმა შეიძლება ყველაზე მტანჯველ პროცესად აქციოს.

სატონი თავის წიგნში აღწერს ცუდი და კარგი ბოსის ქმედებებს და მათ გავლენებს კომპანიაზე. როგორც წესი, ცუდი ბოსები იგნორირებას უკეთებენ დასაქმებულების პრობლემებს, მანამ, სანამ ეს პროცესი კულმინაციას არ მიაღწევს და სერიოზულ ზიანს არ მოიტანს. ისინი გამოირჩევიან უხეში მოპყრობით, ყვირილით და თანამშრომლებთან არაკოლეგიალური და არალოიალური დამოკიდებულებით. თანამშრომლებს არ უქმნიან განვითარების ახალ შესაძლებლობას, არ რეაგირებენ შეცდომებზე, არ ცდილობენ მათ საკუთარ თავზე აღებას და გამოსწორებას. ბოსის ასეთი დამოკიდებულება იწვევს თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დაძაბვასა და გაფუჭებას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიას აზარალებს.

მეორე მხრივ, კარგ ბოსი თანამშრომლებს შთააგონებს, აძლევს მოტივაციას, გახდნენ უკეთესები, იმუშაონ მეტი თვითგანვითარებისა და ახალი გამოწვევების საპასუხოდ და არასოდეს გაჩერდნენ. ისინი დასაქმებულთათვის არიან როლური მოდელები, რომელთა პოზიტიურ განწყობასა და მოტივაციაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. კარგი ლიდერები ქმნიან საუკეთესო შესაძლებლობებს თანამშრომლებისთვის და ზოგადად, საზოგადოებისთვის სასიკეთო შედეგები მოაქვთ.

სატონი გვთავაზობს რეცეპტს, როგორ გავხდეთ საუკეთესო ლიდერები და ვისწავლოთ ყველაზე უარესისგან. კარგი ლიდერობიდან ცუდ ლიდერობამდე ერთი ნაბიჯია, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ბალანსის დაცვა, აუცილებელია გვესმოდეს, რატომ ვაკეთებთ რასაც ვაკეთებთ, გვქონდეს ღირებულებები და სწორი მიზანი, რომლისკენაც თანამშრომლებსა და კომპანიას წავიყვანთ. სწორ ღირებულებებსა და მიზანზე ფოკუსირებულ ლიდერს ხალხი თავად მიჰყვება, ხოლო ცუდ ბოსს ძალით მიჰყავს, რომლის გუნდიც საბოლოოდ დაშლისთვის არის განწირული.

წიგნში მოცემულია საინტერესო მსჯელობა და ანალიზი მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევებსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით, რაც ბევრ ჩვენგანს ახალი აღმოჩენების გაკეთებაში დაეხმარება. 




ISBN:
9789941350276
ავტორი:
რობერტ ი.სატონო
გამომცემლობა:
პალიტრა L
გამოცემის წელი:
2022
ენა:
ქართული
მთარგმნელი:
ანი ნემსიწვერიძე
სერია:
ლურჯი ოკეანე
ფორმატი:
14 X 21
გვერდების რაოდენობა:
294
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
16,95 
მარაგშია
ქულები: 17 ქულა
+
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
ასევე დაგაინტერესებთ