დანიელ კანემანი - იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა

დანიელ კანემანი -  პრისტონის უნივერსიტეტის იუჯინ ჰიგინსის ფსიქოლოგიის სკოლისა და ვედრო ვილსონის ფსიქოლოგიისა და საჯარო და საერთაშორისო ურთიერთობათა სკოლის საპატიო პროფესორია. 2002 წელს დაჯილდოებულია ნობელის პრემიით ეკონომიკური მეცნიერებების დარგში, გადაწყვეტილების მიღების საკითხებზე ამოს ტვერსკისთან ერთად დაწერილი ნაშრომისთვის.

უდიდეს მოაზროვნეს, დანიელ კანემანს ნობელის პრემია ეკონომიკურ მეცნიერებებში ფსიქოლოგიის დარგში შესრულებული საკულტო ნაშრომისთვის გადაეცა; ნაშრომისთვის, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს განსჯისა და გადაწყვეტილების მიღების რაციონალურ მოდელს. Მ მისმა მოსაზრებებმა სერიოზული გავლენა მოახდინა მრავალ დარგზე, მათ შორის - ეკონომიკაზე, მედიცინასა და პოლიტიკაზე, თუმცა მისი ნააზრევი და კვლევის შედეგები ერთწიგნად აქამდე არ გამოცემულა.

წიგნში “იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა” კანემანი გზას გვიკვალავს ჩენი გონების საოცარ ლაბირინთებში და ჩვენი ფიქრისა და აზროვნების წარმმართველ ორ სისტემას გვაცნობს. Ე ერთი მათგანი - “სისტემა 1” - სწრაფია, ინტუიციური და ემოციური; მეორე - “სისტემა  2” -  ზანტი და ლოგიკურია და განსჯის მეტი უნარი აქვს. Კ კანემანი ფარდას ხდის სწრაფი აზროვნების უჩვეულო შესაძლებლობებს, მის ნაკლსა და ტენდენციურობას და გვიჩვენებს იმას, თუ რაოდენ ღრმა და სერიოზულ გავლენაას ახდენს ინტუიცია ჩვენს აზრებსა და ქცევაზე.

ავტორი საინტერესოდ გვიამბობს ჩვენი აზროვნების თავისუბურების შესახებ; გვიჩვენებს, როდის უნდა ვენდოთ ინტუიციასა და ალღოს; გვკარნახობს, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის უპირატესობა, რომელსაც ნელი აზროვნება გვაძლევს. Ი იგი პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით წარმოგვიდგენს, როგორ ვაკეთებთ არჩევანს ჩვენს პირად და პროფესიულ ცხოვრებაში; გვასწავლის, როგორ ვისარგებლოთ სხვადასხვა მეთოდით მაშინ, როცა გონება ცდება და ამ შეცდომის გამო პრობლემები გვექმნება. Ეს წიგნი ახლებურად გვიჩვნებს ჩვენი ფიქრის მსვლელობის პროცესს.

“ “ადამიანის რაციონალურობისა და ირაციონალურობის შესახებ უამრავი კარგი წიგნი არსებობს; მათ შორის შედევრი კი ერთია - დანიელ კანემანის “იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა” - ეს დამიანის გონების შესახებ დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეხედულებათა კრებულია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს”. უილიამ ისტერლი Financial Times

იფიქრე სწრაფად, იფიქრე ნელა” უდავოდ შედევრია - ის ჩვენი დროის ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგისა და გამოჩენილი მოაზროვნის მიერ შექმნილი ბრწყინვალე ინტელექტუალური საგაა. Კ კანემანს ნობელის პრემიასთან ერთად, პულიცერის პრემიაც ეკუთვნის. Დ დენიელგილბერტი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი “Დ დანიელ კანემანი ყველაზე გავლენიანი ყველაზე გავლენიანია ისტორიისთვის ცნობილ ყველა ფსიქოლოგს შორის; იგი ჩვენი დროის უდიდესი ცოცხალი მოაზროვნეა. Კ კანემანი საოცარი ოსტატობით ხდის ფარდას ადამიანი გონების განსაცვიფრებელ თვისებებს. Მ მისი ნააზრევის დიდი ნაწილი კლასიკურ სახელმძღვანელოდ იქცა, ნაწილი კი - ტრადიციულ, ხალხურ სიბრძნედ. Მ მისმა ნაშრომმა შეცვალა სოციალური ფსიქოლოგია, კოგნიტური მეცნიერება, გონებისა და ბედნიერების კვლევა და ბიჰევიორისტული ეკონომიკა - დარგი, რომლის განვითარებასაც მან და მისმა კოლეგამ ამოს ტვერსკიმ დიდი ბიძგი მისცეს. Ამ წიგნის გამოსვლა უდიდესი მოვლენა გახლავთ”. 

სტივენ პინკერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ფიქოლოგიის კოლეჯის პროფესორი

გამომცემლობა:
პალიტრა L
ჟანრი:
ბიზნესი
მკითხველის ასაკი:
უფროსებისთვის
ავტორი:
დანიელ კანემანი
ენა:
ქართული
ორიგინალის ენა:
ინგლისური
მთარგმნელი:
ხათუნა ბასილაშვილი
გვერდების რაოდენობა:
640
ზომა:
15 X 23
ყდის ტიპი:
მაგარი + სუპერი
ილუსტრირებული:
არა
ფურცლის ტიპი:
ჰოლმენი
სერია:
ლურჯი ოკეანე
გამოცემის წელი:
2023
ISBN:
9789941356704
000011208
30,00 
მარაგშია
+
მიწოდების თარიღი
გადახდის მეთოდები
მიწოდების ღირებულება



კვირის ბესტსელერი

000007161
"უკვე 20 წელიწადზე მეტია ბატონი გურამი წერს ზღაპრებს პატარა ქალაქზე, რომელშიც უცნაური ამბები და სასწაულები ხდება, თუმცა ეს ქალაქი მაინც ძალიან ჰგავს რეალურს", "წიგნი გამორჩეულია ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც მხატვარი ნინო ჩაკვეტაძეა. გურამ პეტრიაშვილის თქმით, წიგნი "პატარა ქალაქის ზღაპრები" "ყველასთვის არის, ვის გულშიც ბავშვი ცოცხლობს".
24,95 
მარაგშია

     

ასევე დაგაინტერესებთ

არ გამოგრჩეთ სიახლეები