გიყვარდეს ის, რაც არის - ფსიქოლოგია

გიყვარდეს ის, რაც არის

რევოლუციური პროცესი სახელად „სამუშაო“ არის კონკრეტულ პრობლემასთან მისადაგებული ოთხი მარტივი კითხვა, რომელიც დაგეხმარებათ, სრულიად განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენ წინ აღმართული დაბრკოლებები. როგორც ქეითი ამბობს, „თვით პრობლემა კი არ არის ჩვენი გასაჭირის საფუძველი, არამედ _ ჩვენი ფიქრი ამ პრობლემაზე“. გავრცელებული შეხედულების საწინააღმდეგოდ, მტკივნეული ფიქრისგან გათავისუფლების მცდელობა პრობლემას ვერ გადაწყვეტს; ნაცვლად ამისა, როცა „სამუშაოს“ შევასრულებთ, ფიქრისგან თავისთავად გავთავისუფლდებით.სწორედ ამ მომენტიდან შევძლებთ გვიყვარდეს ის, რაც არის. ეს წიგნი კონკრეტული, მეტყველი მაგალითებით დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ თქვენს სასიკეთოდ გამოიყენოთ რევოლუციური პროცესი. გაიგებთ, როგორ მუშაობენ ქეითისთან ერთად ადამიანები ურთიერთობებთან, სამსახურთან, შიშებთან დაკავშირებულ პრობლემებზე. „სამუშაოს“ დასრულების შემდეგ ისინი მშვიდდებიან და პოულობენ ენერგიას მოქმედებისთვის იმ სიტუაციებშიც კი, რომლებიც აქამდე გადაულახავი ეგონათ.

ფსიქოლოგია - ძალიან მოკლე შესავალი
კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში. გარდა ამისა, აქ გაეცნობით მოზარდთა აგრესიასთან დაკავშირებულ საკითხებსაც.
გვერდები: 198

გამოცემის წელი:
2021
ენა:
ქართული
გვერდების რაოდენობა:
350 / 198
ყდის ტიპი:
რბილი

კომენტარეები ვერ მოიძებნა

მიმოხილვის დაწერა
000008081
35,85 
არ არის გაყიდვაში
დაგვისვით კითხვა
ჩვენი უპირატესობები
გადახდის მეთოდები
მიწოდება
    • ასევე დაგაინტერესებთ
    • ბესტსელერები