• large.jpg
  • large 4.jpg
  • large 6.jpg
  • qewrwqerw.png
  • qwq.png

მოცემული ენციკლოპედიური ხასიათის სახელმძღვანელოები განკუთვნილია  მოზარდებისათვის.სერიაში შემავალი წიგნები თემატურად ისეა დალაგებული რომ მოსწავლეს დაეხმაროს სკოლაში შესასწავლი საგნების უკეთ ათვისებაში და ბავშვმა შეძლოს  მისთვის საინტერესო ნებისმიერ სფეროში, ნებისმიერ  საკითხთან დაკავშირებით მიიღოს  ამომწურავი ინფორმაცია.

ეს სერია წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი  და ერთერთი უდიდესი გერმანული გამომცემლობის „ტესლოფის“ მიერ შედგენილ,  ამავე სახელწოდების  სერიის,  ქართულ ანალოგს.

წიგნების ბეჭდვა ხდება თავად გერმანული გამომცემლობის მიერ, ეკოლოგიურად სუფთა,ფერად, ცარცისებურ ქაღალდზე.ენციკლოპედიებში უხვადაა მოცემული უცხოელი ილუსტრატორების მიერ შესრულებული,ძალიან   მაღალი  პოლიგრაფიული ხარისხის ილუსტრაციები,აგრეთვე  უამრავი საინტერესო ფაქტი,ტერმინთა განმარტება,თარიღთა ჩამონათვალი და ა.შ.

რაც მთავარია ყოველი ტომი შედგენილია ცნობილი გერმანელი და სხვა უცხოელი პროფესორების მიერ,მოსწავლეებისათვის ადვილად გასაგები  ენით.