shop_product_image_212988
shop_product_image_148799
shop_product_image_162589
shop_product_image_212839
e1839be18393e183a3e1839be18390e183a0e18394-e183aae1839de1839ae18398
shop_product_image_215849
shop_product_image_219034
 
 

TOP თრილერი

103.00 75.00

გამომცემლობა: პალიტრა L
წელი: 2016-2017
ყდა: რბილი
ენა: ქართული
ფორმატი: 15.7X22
სერია: TOM თრილერი
აისბიენი/აიდი: 9789941240447
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ეს არის წიგნები, რომელზეც დღეს მსოფლიო ლაპარაკობს, გახმაურებული ბესტსელერები, დამაინტრიგებელი და საინტერესო სიუჟეტით დიდ სიურპრიზს უმზადებს მკითხველს. ეს არის სერია, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოხდენს თქვენზე და დაგაფიქრებთ წიგნის სიუჟეტზე, მომხდარ ფაქტებსა თუ გმირებზე. ამ წიგნებში ყველაფერია, რაც თრილერის ჟანრისთვისაა დამახასიათებელი, წიგნები ახდენს მკითხველის განწყობის სტიმულირებას, რითაც მას მოლოდინის შეგრძნება აქვს, რასაც ემატება ამაღლებული მოლოდინი, გაურკვევლობა, სიურპრიზის შეგრძნება, შფოთვა.
სერიაში გაერთიანებული წიგნები დღეს მთელ მსოფლიოში მილონობით ეგზემპლარია გაყიდული.

ერთ ბნელ, ბნელ ტყეში
ნორას სკოლის დამთავრების შემდეგ აღარ უნახავს თანაკლასელები… არც თავისი საუკეთესო მეგობარი, ლამაზი კლერი… და, აი, წვეულებაზე იწვევენ. კლერი თხოვდება და სურს, თავის მეგობრებთან ერთად გაატაროს რამდენიმე დღე, მაგრამ… იმ შავ, შავ სახლში არის შავი, შავი ოთახი, სადაც ტრაგედია ხდება – ტრაგედია, რომლის საიდუმლოს ამოცნობას ტკივილიანი წარსულის გახსენება სჭირდება… ფსიქოლოგიური თრილერი „ერთ ბნელ, ბნელ ტყეში“ 40 ენაზეა თარგმნილი. NPR-ის გამოკითხვაში 2015 წლის საუკეთესო წიგნად დაასახელეს. „ინდეფენდენტმა“ და „ნიუ-იორკ თაიმსმა“ „წლის საუკეთესო თრილერად“ აღიარეს. ნომინირებულია „ბრიტანული წიგნის ინდუსტრიის“ პრემიაზე, როგორც საუკეთესო დებიუტი.
ავტორი: რუთ უეარი
მთარგმნელი: მანანა კვესელავა
გვერდების რაოდენობა: 292

ობობას გამოჩენა
ყველაზე მაღალშემოსავლიანი თანამედროვე ავტორი (300 მილიონზე მეტი გაყიდული ეგზემპლარი), დეტექტიური ჟანრის უმაღლესი ჯილდოს, „ედგარ ალან პოს პრემიის“ მფლობელი; გინესის რეკორდსმენი ავტორი ელექტრონული წიგნების გაყიდვაში (10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი); ავტორი, რომლის ნაწარმოებებიც ყველაზე მეტჯერ გახდა ნიუ იორკ თაიმსის N1 ბესტსელერი. ობობას გამოჩენა გამოცემიდან 50 კვირის მანძილზე ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერების ტოპ-ათეულში პოზიციას მყარად ინარჩუნებდა. ამ ნაწარმოების მიხედვით გადაღებულია ერთ-ერთი საუკეთესო ჰოლივუდური ფილმი მორგან ფრიმენის მონაწილეობით. ჰოლივუდის კინოვარსკვლავისა და ფინანსთა მინისტრის ვაჟის გატაცება მხოლოდ დასაწყისია! გარი სონეჯი ბავშვების გამტაცებელია, სასტიკი და შეუბრალებელი. მას საუკუნის დანაშაულის ჩადენა სურს. „მინდა, ვინმე ვიყო!“ მისი წერილი და გზავნილი მსოფლიოს. თამაში იწყება. „ობობას გამოჩენის“ დაუჯერებელი და მოულოდნელი ფინალი გაგაოცებთ.
ავტორი: ჯეიმზ პეტერსონი
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
გვერდების რაოდენობა: 390

უცნაური თომასი
“მკვდრები არ ლაპარაკობენ, არ ვიცი, რატომ”, სამაგიეროდ სწრაფი კვების რესტორნის მზარეულს ეცხადებიან. გაიცანით ოდ თომასი, თავმდაბალი ახალგაზრდა, დინ კუცკის ბრწყინვალე ბესტსელერის გმირი, სიკვდილ-სიცოცხლის გასაყარზე მდგომი გალანტური გუშაგი, რომელიც თქვენს გულს დაატყვევებს.
დინ კუნცი ცნობილია როგორც თრილერების ოსტატი. მისი წიგნები ითარგმნა 38 ენაზე და დაიბეჭდა 200 მილიონზე მეტი ტირაჟით. მწერლის შვიდი რომანი გაზეთ New York Times-ის ბესტსელერების სიაში ლიდერობდა.
ავტორი: კუცკი დინ
თარგმანი: ირაკლი ლომოური
გვერდების რაოდენობა: 392

გაუხსნელი საქმეები
საქმე N1: სამი წლის გოგონა გაუჩინარდა; საქმე N2: ცნობილი ადვოკატის ქალიშვილის უცნაური მკვლელობა; საქმე N3: სოფლად მცხოვრები ახალგაზრდა ცოლ-ქმარის ოჯახში დატრიალებული სისხლიანი ტრაგედია. თითქოს ამ დანაშაულებს შორის კავშირი არ ჩანს, მაგრამ მოულოდნელად, 34 წლის შემდეგ, კერძო დეტექტივი, ჯექსონ ბრონდი, გამოძიებას იწყებს, კვალი გოგონების ახლობლებთან მიდის – თურმე ყველა მათგანს აქვს რაღაც დასამალი წარსულიდან.
ავტორი: ატკინსონი ქეით
გვერდების რაოდენობა: 335
მთარგმნელი: მანანა კვესელავა

ჰარისონის მდუმარე ცოლი
როცა მდიდარი მამაკაცი ხარ და წარმატებული ბიზნესი გაქვს ფარულ სასიყვარულო კავშირებს უნდა უფრთხოდე. კაცმა ეს არი იცის, ამიტომ ერთ დღეს უახლოეს მეგობრის შვილთან შემთხვევითი შეხვედრისას ზღვარს გადაკვეთს. ამას იქით ვერსად წავა და უკან მობრუნებაც შეუძლებელია. ქალი ტკბება-მშვენიერი სახლით ქალაქის ცენტრში, საუკეთესო ხედით, დილაობით დარბის. მდიდრული ცხოვრები ტიპური სურათი. და დუმული – ყველა პრობლემის წამალი. უფრო ეფექტური კი საძილე წამლები ან დაქირავებული მკვლელია, უნდა აირჩიონ ერთ-ერთი. იფიქრო და გადაწყვიტო სწორედ იმ დროს, როცა შეიტყობ, რომ შენი მეუღლე მემკვიდრეს ელის. მემკვიდრის დედა კი სულ სხვა ქალია… ა.ს.ა. ჰარისონის „მდუმარე ცოლი“ ფსიქოლოგიური თრილერის ჟანრში მისი დებიუტია. წიგნი კანადაში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში 2013 წლის 25 ივნისს ერთდროულად გამოიცა. გამოქვეყნებისთანავე „ნიუ-იორკ თაიმსის“ ბესტსელერებში მოხვდა და მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ნათარგმნია 30 ენაზე. გაყიდულია მილიონზე მეტი ეგზემპლარი. ნომინირებული იყო John Creasey – New Blood-ის პრემიაზე საუკეთესო კრიმინალური თრილერის ჟანრში.
ავტორი: ჰარისონი ა.ს.ა.
მთარგმნელი: დავით აკრიანი

გვერდების რაოდენობა: 256

დაკარგული პატარძალი
სკანდალური სატელევიზიო შოუ – “ეჭვქვეშ” დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ხუთი წლის წინათ ერთ ფეშენებელურ სასტუმროში დიდებული ქორწილი უნდა გამართულიყო, მაგრამ პატარძალი გაქრა. თუ გაიქცა და სადღაც ცხოვრობს თავისთვის ბედნიერად? ან იქნებ მოკლეს?!
1980 წელს პულიცერის პრემიის, ხოლო 2000 წელს ედგარ ალან პოს სახელობის პრემიის მფლობელი გახდა. დაწერილი აქვს 46 რომანი. მსოფლიოს მასშტაბით კლარკის წიგნების 120 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. ალაფეა ბერკი New York Times-ის ბესტსელერი რომანების ავტორია. ბერკის რომანების სიუჟეტების ნამდვილობას მისი გამოცდილება განაპირობებს – ის აშშ-ის პოლიციისა და კრიმინალური სასამართლოს პროკურორი იყო. ამჟამად სამართლის პროფესორია და სამართლის სკოლაში ლექციების კურსს კითხულობს. მისი წიგნები 12 ენაზეა ნათარგმნი.
ავტორი: მერი ჰიგინს კლარკი; ალაფეა ბერკი
მთარგმნელი სალომე ჩიტაძე
გვერდების რაოდენობა: 220

სანამ დავიძინებ
ქრისტინა ყოველ დილას ცხოვრებას თავიდან იწყებს მას მეხსიერება დაკარგული აქვს. მხოლოდ დღევანდელი ამბები ახსოვს… სანამ დაიძინებს… დილით კი ქმარი თავიდან უამბობს, როგორ შეხვდნენ ერთმანეთს, როგორ იქორწინეს, როგორ მოყვა ავარიაში და დაემართა ამნეზია, აღარაფერი ახსოვს… ქრისტინას ძალიან უნდა დაუჯეროს მასზე მზრუნველ მამაკაცს, მაგრამ… ქალს მხსნელად მოევლინება ექიმი, რომელიც ურჩევს, მეხსიერების გასავარჯიშებლად ყველა მოვლენა დღიურში ჩაიწეროს და მალე ქრისტინა მიხვდება, რომ მის ახლანდელ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ აუხსნელი, გაუგებარი და დაუჯერებელია.
ავტორი: უოტსონი ს.ჯ
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
გვერდები: 331

ნურასდროს დაბრუნდები
სახიფათო თავგადასავლებით დაღლილი ჯეკ რიჩერი გადაწყვეყს, დაუბრუნდეს სამსახურს სამხედრო პოლიციის 110-ე ქვედანაყოფში, რომელსაც ერთ დროს თავად მეთაურობდა… მაგრამ ტყუილად აქვს იმედი, რომ ნანატრ სიმშვიდეს პოვებს – მა ბრალად სდებენ 16 წლის წინ მომხდარ მკველლობას, რომელის შესახებაც არასოდეს სმენია. გარემოებათა უცნაური, საბედისწერო დამთხვების წყალობით რიჩერის სიცოცხლე კვლავ საფრთხეშია. მართლაც არ უნდა დაბრუნდე იქ, სადაც ოდესღაც ბედნიერი იყავი.. შეიძლება დიდ უბედურებას გადაეყარო.
მთელი მსოფლიოს მასშტაბით მისი საავტორო წიგნების 90 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. ჯეკ რიჩერის სერიები 92 ქვეყანაში იყიდება. ნათარგმნია 42 ენაზე. ლი ჩაილდი უამრავი ცნობილი ჯილდოს მფლობელია მისტიკა-თრილერის ჟანრში: CWA’s Diamond Dagger, Macavity Award, Ian Fleming Steel Dagger Award. მისი არაერთი თრილერი ეკრანიზებულია. ფილმ „ნურასდროს დაბრუნდები“ მთავარი გმირის, ჯეკ რიჩერის, როლს ოსკაროსანი ტომ კრუზი ასრულებს.
ავტორი: ჩაილდი ლი
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
გვერდები: 432

 

 

 

 

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა