shop_product_image_160717
shop_product_image_180320
shop_product_image_213101
shop_product_image_232585
 
Sale!
 

TOP თრილერი (III)

114.00 85.00

გამომცემლობა: პალიტრა L
წელი: 2017
ყდა: რბილი
ენა: ქართული
ფორმატი: 15.7X22
სერია: TOP თრილერი
აისბიენი/აიდი: 9789941240447
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ეს არის წიგნები, რომელზეც დღეს მსოფლიო ლაპარაკობს, გახმაურებული ბესტსელერები, დამაინტრიგებელი და საინტერესო სიუჟეტით დიდ სიურპრიზს უმზადებს მკითხველს. ეს არის სერია, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოხდენს თქვენზე და დაგაფიქრებთ წიგნის სიუჟეტზე, მომხდარ ფაქტებსა თუ გმირებზე. ამ წიგნებში ყველაფერია, რაც თრილერის ჟანრისთვისაა დამახასიათებელი, წიგნები ახდენს მკითხველის განწყობის სტიმულირებას, რითაც მას მოლოდინის შეგრძნება აქვს, რასაც ემატება ამაღლებული მოლოდინი, გაურკვევლობა, სიურპრიზის შეგრძნება, შფოთვა.
სერიაში გაერთიანებული წიგნები დღეს მთელ მსოფლიოში მილონობით ეგზემპლარია გაყიდული.

გოგონა მატარებელში
ჰოლა ჰოკინსი
რეიჩელი ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს. მან იცის, რომ ის ყოველ ჯერზე ერთსა და იმავე შუქნიშანზე გაჩერდება, საიდანაც სახლების მწკრივის უკანა ეზოები ჩანს. მას უჩნდება გრძნობა, რომ იცნობს ადამიანებს, რომლებიც ერთ-ერთ სახლში ცხოვრობენ. მათ ჯეისონსა და ჯესს არქმევს და მათი ცხოვრება სრულყოფილად ეჩვენება. ნეტავ, რეიჩელი იყოს ასეთი ბედნიერი! დღევანდელ დღემდე მერე ის ხედავს რაღაცას, რაც შოკში აგდებს. ყველაფერი მატარებლის დაძვრამდე ერთი წუთით ადრე ხდება, მაგრამ ესეც საკმარისია. ახლა ყველაფერი შეიცვალა – რეიჩელს ეძლევა შანსი, იმ ადამიანების ცხოვრების ნაწილი გახდეს, რომლებსაც შორიდან ადევნებდა თვალს. ახლა ისინი დაინახავენ, რომ ის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ გოგონა მატარებელში. პოლა ჰოკინსის სადებიუტო წიგნი, რომელიც მთელ მსოფლიოში გამოიცა და ყველაზე სწრაფად გაიყიდა. უახლესი ბესტსელერი (2015), რომელიც 40 კვირაზე მეტია, პირველობას არ თმობს.

აბრეშუმის ჭია
რობერტ გელბერთი

„აბრეშუმის ჭია“ დეტექტივ კორმორან სთრაიქზე დაწერილი რომანების მეორე წიგნია. დაძაბული სიუჟეტითა და საინტერესო გმირებით. რომანი 2014 წელს გამოვიდა და მაშინვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში. ოუენ ქუაინის გაუჩინარების შემდეგ მისი ცოლი კერძო დეტექტივს, კორმორან სთრაიქს დაიქირავებს, რადგან ფიქრობს, რომ მისი მწერალი მეუღლე მორიგი თავგადასავლის ძიებაშია და ოჯახს ემალება. ჩამაფიქრებელი ისაა, რომ ოუენ ქუაინთან ერთად გაუჩინარდა მისი ბოლო რომანის ხელნაწერიც.

ბორნის იდენტიფიკაცია
ლადლემი რობერტ

ჯეისონ ბორნი საფრანგეთის ერთ პატარა, ზღვისპირა ქალაქში, გალოთებული ექიმის ქოხში იღვიძებს. მას აღარაფერი ახსოვს – ვინ არის, რა დაემართა. მაგრამ სულ მალე აღმოაჩენს, რომ ფლობს რამდენიმე ენას, დახელოვნებულია აღმოსავლურ ორთაბრძოლაში და, რაც მთავარია, ანგარიშზე რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს.ასეთი მონაცემებით ახალი ცხოვრების დაწყებაც შეიძლებოდა, მაგრამ ბორნი ასევე აღმოაჩენს,რომ მასზე ნადირობენ აშშ-სა და ევროპის სახელმწიფოების სპეცრაზმები,მისი სიკვდილი სურს საერთაშორისო დანაშაულებრივი სინდიკატის ბოსსაც.

სიკომოროთა მწკრივი
ჯონ გრიშემი
სიკომოროთა მწკრივი – ტრაგედიის დასაწყისი და დასასრული! იმ ღამემ ძმების ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. უმცროსი გადაიკარგა და ძალიან დიდხანს ემალებოდა წარსულს. უფროსმა ძმამ კი, სეთ ჰაბარდმა, მშობლიურ ოლქში ცხოვრება განაგრძო, მაგრამ გამუდმებით ღრღნიდა დანაშაულის გრძნობა… მძიმედ დაავადებულმა, სანამ სიკომოროს ხეზე ჩამომხრჩვალს იპოვიდნენ, მრავალმილიონიანი ქონება შინამოსამსახურეს უანდერძა… ახალგაზრდა ადვოკატმა, ჯეიკ ბრაიგენსმა, ნაფიცი მსაჯულები უნდა დაარწმუნოს, რომ სეთ ჰაბარდის ერთობ უცნაურ სურვილს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა. ამისთვის კი დიდ საიდუმლოს უნდა აეხადოს ფარდა… ჯონ გრიშემი – თრილერის ჟანრში ყველაზე ცნობილი წიგნების ავტორი. გრიშემის დაახლოებით 300 მილიონი წიგნი იბეჭდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ავტორის ნაწარმოებები 42 ენაზეა თარგმნილი, 12 ნაწარმოები ეკრანიზებულია. გრიშემი არაერთი პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის მფლობელია; 2013 წელს „სიკომოროთა მწკრივისთვის“ მწერალი „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ პრემიით დაჯილდოვდა. 2014 წელს კი რომანი ჰარპერ ლის პრემიის მფლობელი გახდა თრილერის ჟანრში.

ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანი
ჯეიმზ ელროი

გასული საუკუნის 50-იანი წლების ლოს-ანჯელესი… ერთ-ერთ ღამის კაფეში მასობრივი მკვლელობა ხდება და ამ სისხლიანი დანაშაულის გამოძიება სამ, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ დეტექტივს დაავალეს: პატიოსან, მაგრამ ფიცხ ბადის, ჩუმ, პირფერ ედის და ექსცენტრიკულ და მხდალ ჯეკს. დანაშაულის კვალი „გამოძახებით მეძავების“ ქსელთან მიდის… გოგონებს ქალაქის გავლენიანი პირებისა და პოლიტიკოსების დასაშანტაჟებლად იყენებენ, ამ ყველაფრის უკან კი პოლიციის თანამშრომელი დგას, მაგრამ რომელ დეტექტივს ეყოფა გამბედაობა ამის დასამტკიცებლად?!. – ჯეიმზ ელროი კრიმინალური დეტექტივების ავტორია, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე ამერიკის ლიტერატურის ისტორიაში. ელროი დაიბადა ლოს-ანჯელესში, 1948 წელს. იგი ედგარ ალან პოსა და ენტონის სახელობის პრემიების ნომინანტია. „ლოს-ანჯელესის საიდუმლოებანის“ მიხედვით გადაღებულია ამავე სახელწოდების ფილმი, სადაც მთავარ როლს კევინ სპეისი, რასელ ქროუ, დენი დევიტო და გაი პირსი ასრულებენ.

კონკიას მკვლელობა
მერი ჰიგინს კლარკი ალაფეა ბერკი
სკანდალური სატელევიზიო შოუ „ეჭვქვეშ“ დიდი ხნის წინანდელ გაუხსნელ დანაშაულებს ეძღვნება. პროგრამის ავტორი, ჟურნალისტი ლორი მორენი, მორიგი გადაცემისთვის შეარჩევს ტრაგედიას, რომელმაც თავის დროზე მთელი ქვეყანა შეძრა: ოცი წლის წინათ ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის მახლობლად პარკში, სტუდენტი გოგონა, სიუზენ დემფსი მოკლეს. იმ საბედისწერო საღამოს გოგონა იმ რეჟისორთან აპირებდა შეხვედრას, რომელმაც თავის მომავალ ფილმში როლი შესთავაზა, მაგრამ ამის ნაცვლად, მკვლელს შეხვდა. სიუზენმა გაქცევა სცადა, მაგრამ მდევარმა აჯობა… როდესაც მეორე დღეს მოკლული გოგონა იპოვეს, მას მხოლოდ ცალი ფეხსაცმელი ეცვა. ჟურნალისტებმა ამ საქმეს „კონკიას მკვლელობა“ შეარქვეს. ვინ მოკლა კონკია? რისთვის? რატომ აღმოჩნდა მისი მანქანა დანაშაულის ადგილიდან შორს? ვის სჭირდებოდა მისი სიკვდილი?! ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს! მაგრამ, რა იცის ლორი მორენმა, რომ საზოგადოებისთვის ამ საქმის შეხსენებით იმ ოთახის კარი გამოაღო, სადაც სიკვდილია დამალული!.. მერი ჰიგინს კლარკი 34 დეტექტიური რომანისა და მოთხრობების 3 კრებულის ავტორია. მხოლოდ აშშ-ში მისი წიგნების 100 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. სხვა პრესტიჟულ ჯილდოებთან ერთად, 1980 წლის პულიცერის პრემიის მფლობელია. 2000 წელს კი ედგარ პოს სახელობის დაჯილდოებაზე მისტიკური ჟანრის საუკეთესო მწერლად დასახელდა. ალაფეა ბერკი ასევე NYT-ის ბესტსელერი რომანების ავტორია. ის ყოფილი პროკურორია. ამჟამად ნიუ-იორკის უნივერსიტეტში სისხლის სამართალს ასწავლის. „კონკიას მკვლელობა“, მათი ერთობლივი ნაწარმოებია. თრილერმა მალევე მიიპყრო მკითხველის ყურადღება და მსოფლიო ბესტსელერთა სათავეში მოექცა.

თოვლის კაცი
იუ ნესბო
პირველი თოვლი ჯადოსნურია ‒ ხმებს ახშობს და კვალს შლის… ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში პირველი თოვლისგან გაკეთებულ თოვლის კაცს სიკვდილი მოაქვს… მთავარი დეტექტივი ჰარი ჰოლე დაკარგულ ქალს ეძებს და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ პირველი თოვლის მოსვლისთანავე გათხოვილი ქალები უჩინარდებიან. კვალი სერიულ მკვლელთან, მეტსახელად, „თოვლის კაცთან“, მიდის, რომელიც დეტექტივს ვერა და ვერ მოუხელთებია და ამას ლამის სიგიჟემდე მიჰყავს… იუ ნესბო მსოფლიოში ერთ-ერთი აღიარებული ნორვეგიელი კრიმინალური თრილერების მწერალია. მსოფლიოში მისი წიგნების 28 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. იუ ნესბოს რომანები 51 ენაზეა თარგმნილი. დეტექტივ ჰარი ჰოლეს შესახებ წიგნების სერიის გარდა, მას კიდევ არაერთი ნაწარმოები აქვს გამოცემული, მაგალითად, „თავებზე მონადირე“, რომელიც 32 ენაზე ითარგმნა. იუ ნესბოს 25-ზე მეტი ლიტერატურული პრემია აქვს მიღებული, მათ შორისაა: Riverton Honor Prize, CWA International Dagger, The Norwegian Booksellers’ Prize, The Great Caliber Award of Honour.

არავის უთხრა
დევიდ ბეკი დანაკარგს ვერ ურიგდება. რვა წელია, ყოველდღე თავიდან განიცდის მომხდარს. მთვარის მკრთალი შუქით განათებული კამკამა ტბა. შემზარავი კივილი. შორეული ლანდი. ასეთი იყო ღამე, როცა დევიდ ბეკს ცოლი მოსტაცეს. მას ეუბნებიან ახლა, გონს მოეგოს და სამუდამოდ დაივიწყოს წარსული. ის ვერ ივიწყებს! ერთხელაც ყველაფერი იცვლება. კომპიუტერზე ჩნდება გზავნილი – ფრაზა, რომელიც მხოლოდ მან და მისმა ცოლმა იცოდნენ. დევის ეჭვი უჩნდება, რომ ქალი ცოცხალია…თუმცა გზავნილის ავტორი კიდევ ერთ ფრაზას გზავნის: „არავის უთხრა!“

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა