shop_product_image_214208
shop_product_image_156527
shop_product_image_181059
shop_product_image_169325
shop_product_image_169777
shop_product_image_185957
shop_product_image_213425
 
 

TOP თრილერი (II)

114.00 85.50

გამომცემლობა: პალიტრა L
წელი: 2017
ყდა: რბილი
ენა: ქართული
ფორმატი: 15.7X22
სერია: TOP თრილერი
აისბიენი/აიდი: 9789941240447
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ეს არის წიგნები, რომელზეც დღეს მსოფლიო ლაპარაკობს, გახმაურებული ბესტსელერები, დამაინტრიგებელი და საინტერესო სიუჟეტით დიდ სიურპრიზს უმზადებს მკითხველს. ეს არის სერია, რომელიც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოხდენს თქვენზე და დაგაფიქრებთ წიგნის სიუჟეტზე, მომხდარ ფაქტებსა თუ გმირებზე. ამ წიგნებში ყველაფერია, რაც თრილერის ჟანრისთვისაა დამახასიათებელი, წიგნები ახდენს მკითხველის განწყობის სტიმულირებას, რითაც მას მოლოდინის შეგრძნება აქვს, რასაც ემატება ამაღლებული მოლოდინი, გაურკვევლობა, სიურპრიზის შეგრძნება, შფოთვა.
სერიაში გაერთიანებული წიგნები დღეს მთელ მსოფლიოში მილონობით ეგზემპლარია გაყიდული.

გუგულის ძახილი
როცა ცნობილი ტოპმოდელი, ლულა ლენდრი, თავისი პენტჰაუზის დათოვლილი აივნიდან გადმოვარდა და სასიკვდილოდ დაშავდა, ეს თვითმკვლელობად ჩათვალეს, მაგრამ მის ძმას სამართალდამცავთა დასკვნის არ სჯერა და საქმისა გამოსაძლიებლად კერძო დეტექტივს, კორმორან სთრაიქს მიმარავს. კორმორან სთრაიქს ომმა მძიმე დაღი დააჩნია, დაასახიჩრა. შინ დაბრუნებულმა ცხოვრებაც ვერ ააწყო და ახლა ვალების გასტუმრების იმედი აქვს ლულა ლენდრის სამქის გამოძიებით.
ავტორი: გელბრეითი რობერტ (ჯ.კ როულინგი)
გვერდები: 478

თარგმანი: პაატა ჩხეიძე


თავებზე მონადირე
როჯერ ბრაუნს ყველაფერი აქვს: ჭკუა, ჯანმრთელობა, რეპუტაცია… თუ თავებზე ნადირობა ოდესმე მოყირჭდება, ხელოვნების ნიმუშებს მოიპარავს. ქურდობა ვერნისაჟზე: მეუღლემ კლას გრევე გააცნო. გრევე შესანიშნავი კანდიდატურაა იმ თანამდებობისთვის, რომლითაც ბრაუნია დაინტერესებული. და თან თანამედროვე ხელოვნების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ნახატის მფლობელია. მკვლელობა, როჯერ ბრაუნი თავის უდიდეს ძარცვას გეგმავს. გეგმა იცვლება. საუკეთესო მონადირეზე ახლა სხვა იწყებს ნადირობას… იუ ნესბო – მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, ეკონომისტი და მწერალი. მისი პირველი დეტექტიური რომანი 1997 წელს გამოიცა ნორვეგიაში და მყისვე მოიპოვა წარმატება: წილად ხვდა „შუშის გასაღები“ _ ლიტერატურული პრემია, დაწესებული სკანდინავიის ქვეყნებში დაწერილი საუკეთესო დეტექტიური ნაწარმოებისთვის (ეს ჯილდო მან სტიგ ლარსონთან გაიყო).
ავტორი: ნესბო იუ
გვერდები: 264

ბნელი ადგილები
კანზასის პატარა ქალაქი კინაკი გაუგონარი სისატიკით ჩადენილმა დანაშაულმა შეძრა – 15 წლის ბიჭმა, ბენ დეიმ, დედა და ორი და დახოცა. მკვლელს სასაწაულით გადაურჩა დეების ოჯახის მხოლოდ ერთი წევრი – 7 წლის ლიბი, რომელსაც ამ ტრაგედიამ მთელი ცხოვრება დაუმახინჯა. მრავალი წლის შემდეგ ლიბი დეი, რომელიც ძმის სასამაღტლო პროცესზე მთავარი მოწმე იყო, გადაწყვეტს, პირადად შეხვდეს მას და პასუხი მიიღოს იმ კითხვებზე, რომლებიც ამდენი წელია მოსვენებას არ აძლევენ. არადა, წარსულში დაბრუნება ძალიან საშიშია!
ავტორი: ფლინი გილიან
გვერდები: 402
თარგმანი: ირაკლი ლომოურიქრისტინი
ეს ერთი ნახვით სიყვარული იყო. 17 წლის არნი ქრისტინის დანახვისთანავე მიხვდა, რომ მის დასაუფლებლად ყველაფერ იზამდა. ქრისტინი ქალი არ არის, მაგრამ არნი თავდავიწყებით უყვარს. არნის მხოლოდ ქრისტენი ახსოვს – დაავიწყდა დედა-მამა, განყრელი მეგობარი, საყვარელი გოგონა, რომლის გულის მონადირება მისთვის სასწაულს უდრიდა. ქრისტინი ძველი “პლიმუთია”, რომელიშიც მოხუცის ბოროტი სულია ჩასახლებული და ამქვეყნად ყველა და ყველაფერი სძულს, გარდა თავისი პატრონისა. მაინც, როგორ უნდა მოკლა რაღაც, რაც ცოცხალი არ არის?

ავტორი: კინგი სტივენ

გვერდები: 481

 

ღამის სკოლა
1996 წელი. მაიორი რიჩერი კვლავ არმიაში მსახურობს და კვლავ სახიფათო დავალება ელოდება. დილით ორდენით დააჯილდოეს, შუადღისას კი „ღამის სკოლაში“ გაისტუმრეს… „კვალიფიკაციის ასამაღლებლად“. კლასში, მის გარდა, კიდევ ორი „მოსწავლეა“ _ გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი. სამივეს მოსვენებას უკარგავს ერთი კითხვა _ რა უნდათ „ღამის სკოლაში“? პასუხსაც მალე მიიღებენ: დავალება უკიდურესად მნიშვნელოვანია _ ვიღაც ამერიკელს ჰამბურგში ავღანელი ტერორისტები ევაჭრებიან. ამერიკელი 100 მილიონს ითხოვს, მაგრამ რისთვის, რას ყიდის? რიჩერმა ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს, თორემ „ღამის სკოლას“ ვერ „დაამთავრებს“.

ავტორი: ჩაილდი ლი
გვერდები: 388
თარგმანი: ლაშა ხეცურიანი
ბავშვი 44
სტალინური ეპოქის საბჭოთა კავშირი სამოთხეა, სადაც დანაშაული არ ხდება და მოქალაქეებს მხოლოდ ერთი რამის ეშინიათ: ყოვლისშემძლე ხელისუფლების. ამ სისტემის დამცველი იდეალისტი ჩეკისტი ლევ დემიდოვია, ომის გმირი, რომელსაც კანონის რკინის მუშტის სჯერა. მაგრამ, როდესაც მკვლელი ერთიმეორის მიყოლებით სჩადის დანაშაულს და ლევი გამოძიებას გადაწყვეტს, სახელმწიფოს ერთგულ მსახურს დააქვეითებენ და გადაასახლებენ.ლევმა ბრძოლა უნდა გააგრძელოს და სიმართლე გამოაშკარავოს იმ სახელმწიფოს შესახებ, სადაც “დანაშაული” არ არსებობს.

ავტორი: სმიტი ტომ რობ
გვერდები: 433
თარგმანი: პაატა ჩხეიძე
უღრან ტყეში
უღრანი ტყე ბევრ საიდუმლოს ინახავს… უღრან ტყეში ზოგჯერ შემზარავი ამბები ხდება… დეტექტივ რობ რაიანს ბავშვობის დროინდელი საშინელი მოგონება მოსვენებას არ აძლევს – მისი ორი მეგობარი ტყეში უკვალოდ დაიკარგა. თავად კი, სისხლში ამოთვხრილი, ძლივს იპოვეს – ბიჭს აღარაფერი ახსოვდა. გავიდა დრო.. იმავე ტყეში იპოვეს მხეცურად მოკლული 12 წლის ქეით დევლინის ცხედარი და რობ რაიანს თავის მეწყვილე კესი მედოქსთან ერთად მოუწევს მკვლელის პოვნა. რობმა იცის, რომ დამნაშავეს იპოვის თუ გაიხსენებს, რა შეემთხვა ბავშვობაში.

ავტორი: ფრენჩი ტანა
გვერდები: 519

თარგმანი: პაატა ჩხეიძე

უკუათვლა
მამაკაცი რკინიგზის სადგურის იატაკზე გაიღვიძებს. არაფერი ახსოვს. არ იცის, არ როგორ მოხვდა. ისიც არ იცის, თავად ვინ არის. მერე გაზეთში წააწყდება ცნობას თანამგზავრის გაშვებასთან დაკავშირებით და მთავარი ამბავი აქ დაიწყება. 1958 წელია. ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს კოსმოსის დაპყრობაში ეცილებიან. ლიუკის მეხსიერების ცალკეული ფრაგმენტები ნელ-ნელა ერთიან სურათს ქმნის. მისი ბედი კი – ვერალის კონცხზე, კოსმოსში გაშვების მოლოდინში მდგარი რაკეტის ბედთანაა დაკავშირებული.

ავტორი: ფოლეტი კენ
გვერდები: 363
თარგმანი: ლევან ინასარიძე


 


შეკვეთის ფორმა

შეკვეთა