1545658202
1551965530
1551965595_5c811e4d5c497
1551965689_5c811e4d6c0c8
 
 

Sheroes

35.00

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: ოგანოვა დინა; ბენიძე სალომე
გვერდები: 519
გარეკანი: მაგარი
ენა: ქართულ-ინგლისური
გამოშვების წელი: 2018
თარგმანი: მარიამ ბანძელაძე
ფორმატი: 15 X 21
ISBN: 9789941474491
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ფოტოწიგნი 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ქალების ისტორიებით გვიამბობს. “(S)hero(es)” ხანმოკლე, მაგრამ სისხლისმღვრელი ომის ქრონოლოგიის აღდგენის, ყველასათვის კარგად ცნობილი ტრაგედიის შიდა მხარის ჩვენების მცდელობაა, რადგან წიგნის ავტორებს ღრმად სწამთ, რომ არაფერში ისე არ ჩანს ცალკეული ქვეყნისა თუ კაცობრიობის ისტორია, როგორც ინდივიდების ამბებში.

წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც – მონაწილეები გახდნენ, ქალები, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ – სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.

ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები იშვიათად გვხვდება. სინამდვილეში კი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან – არაერთი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შევიწროების ობიექტი. და უფრო მეტიც, ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, რაც ხშირად დაუფასებელია, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა.

როგორც სათაურიდანაც ჩანს, “(S)hero(es)” სწორედ ასეთი ქალების – ომის კულისებში დარჩენილი გმირების ამბავია, ეს არის წიგნი ომისა და მშვიდობის, იმედებისა და ტკივილების, კვდომისა და აღდგომის შესახებ.

გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“ ფოტოწიგნს “(S)hero(es)” თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგენს. წიგნის გამოცემის უფლება უკვე შეიძინა ერთერთმა გერმანულმა გამომცემლობამ.
წიგნის მთავარი გმირები ქალები არიან, ქალები, რომლებიც ამ ომის თვითმხილველები და უფრო მეტიც – მონაწილეები გახდნენ, ქალები, რომლებმაც, შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად, ყველაზე ახლობელი ადამიანები დაკარგეს, ქალები, რომელთა ცხოვრებაც ომმა სამუდამოდ შეცვალა. ისინი კიდევ ერთხელ შეგვახსენებენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი არ არის მხოლოდ შორეულ წარსულში დარჩენილი მოვლენა, რომლის შესახებაც ისტორიის სახელმძღვანელოებში ვკითხულობთ, არამედ ის შეიძლება იქცეს თითოეული ჩვენგანის ცხოვრების ნაწილად, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიად. წიგნის გმირები გვიამბობენ, როგორია ცხოვრება ომიდან ათი წლის შემდეგ – სოფლებში, სადაც ღამღამობით ჯერ კიდევ ისმის სროლის ხმა, კომპაქტურად გაშენებულ ახალ კოტეჯებსა და ყველასგან დავიწყებულ ძველ შენობებში, როგორია რეალობა მაშინ, როცა სიზმარში ყოველთვის მიტოვებულ სახლს და დაკარგულ ახლობლებს ხედავ.ქალები ომს იშვიათად იწყებენ. ისინი არც ისე ხშირად გვევლინებიან ჯარისკაცებისა და მეომრების როლში. ამიტომ ისტორიულ ქრონიკებში მათი სახელები იშვიათად გვხვდება. სინამდვილეში კი, შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ქალები და ბავშვები ყველაზე მეტად ზარალდებიან – არაერთი ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, შევიწროების ობიექტი. და უფრო მეტიც, ქალების მტკიცე ნებისა და განუზომელი ძალის წყალობით, რაც ხშირად დაუფასებელია, არაერთი ბრძოლის ბედი გადაწყვეტილა, არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა”

ავტორების შესახებ:

დინა ოგანოვა დოკუმენტალისტი ფოტოგრაფია, რომელიც საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოღვაწეობს და სხვადასხვა გრძელვადიან პროექტზე მუშაობს. ის რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს ლაურეატია, მათ შორის, დასახელებულია 30 წლამდე ასაკის 30 საუკეთესო ქალ ფოტოგრაფს შორის. დინა ოგანოვას ფოტოპროექტები: „მე – საქართველო“, „ჩემი სივრცე“, „გაყინული ტალღები“ გამოფენილი იყო იტალიაში, საფრანგეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ესპანეთში, პოლონეთში, გერმანიაში, თურქეთში, შვედეთში, დანიაში, ლიტვაში, უკრაინაში, ბანგლადეშში, კამბოჯაში, ეთიოპიაში, სინგაპურსა და საქართველოში. დინა ოგანოვას ეკუთვნის პირველი ქართული ხელნაკეთი ფოტოწიგნი „ჩემი სივრცე“, რომელიც სხვადასხვა მუზეუმის, მათ შორის, ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმის კერძო კოლექციაში ინახება. 2017 წელს დინა ოგანოვამ მიიღო ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში ფოტოპროექტისთვის „გოგონა დაიბადა“.

სალომე ბენიძე არის არაერთი პროზაული და პოეტური ნაწარმოების ავტორი და მთარგმნელი. მას სხვადასხვა დროს მიღებული აქვს ლიტერატურული პრემია „საბა“ და „წინანდლის პრემია“. მისი მოთხრობები და ლექსები საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ გამოცემულ კრებულებსა და ალმანახებშია შესული. სალომე ბენიძის რომანი „ქალაქი წყალზე“, რომელიც 2015 წელს გამოიცა (გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“), მალევე იქცა ეროვნულ ბესთსელერად და 2017 წელს „მოსწავლის რჩეული“ წიგნიც გახდა. „ქალაქი წყალზე“ გასულ წელს გერმანულად გამოსცა გამომცემლობამ “Aviva Verlag”.

“…ხალხი გარბოდა, მე ვერ წავედი, ფეხები უკან მრჩებოდა.. საქონელი გარეკეს, წყლის არხი გადაგვიკეტეს, სახლებს წვავდნენ, ზეცას ვარვარი გაჰქონდა.

20 აგვისტო იქნებოდა, წითელმა ჯვარმა გამოგვიყვანა მეც, ჩემი შვილიც, ჩვენი ახლობელიც, რომელსაც ორი შვილიშვილი, გოგო და ბიჭი დაუხოცეს იმ გზაზე იმ დღეებში. ბევრი მეზობელი და ახლობელი მოგვიკლეს, ჩემი თვალით ვნახე, თავგადაგდებულები, სისხლიანები.

წამოსვლის წინ ყველი ამოვიყვანე, საბუთები, ფოტოები და საკერავი მანქანა ავიღე და წამოვედი. გზას რომ დავადექით, წვერიახოზე რუსები იდგნენ. მივბრუნდი და რუსულად დავუძახე, ეს ჩემი საქართველოა-მეთქი. სულ ეს იყო, რაც მოვახერხე.”

სიდონია გოჩიაშვილი, 76 წლის.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა