7505271462
4678188441
4310898217
2975986553
 
Sale!
 

ნობელის პრემიის ლაურიატები (IV)

92.00 54.90

გამომცემლობა: ინტელექტი
კატეგორია:ნობელის პრემიის ლაურეატები
გვერდები:200- 390

ფორმატი:14.8×21
ყდა:რბილი
ენა: ქართული
ხელმისაწვდომი: არ არის
ISBN:978-9941-402-21-0

Qty

ტომას ტრანსტრომერი – სანახევრო სამოთხე
ფრანს სილანპა – მდაბალთა სამკვიდრებელი
ქენძაბურო ოე – მოთხრობები
ივო ანდრი ჩი – დრინის ხიდი
იმრე კერტესი – კადიში არდაბადებულ ბავშვზე
მიხეილ შოლოხოვი – ბედი კაცისა
პაულ ჰაიზე – ნოველები
უილიამ ბატლერ იეიტსი – კელტური მიმწუხრი
ჟოზე სარამაგუ – მოგონებანი მონასტერზე
ფრანსუა მორიაკი – იესოს ცხოვრება

ტომას ტრანსტრომერი – სანახევრო სამოთხე
შვედურიდან თარგმნა მანანა კობაიძემ

ტომას ტრანსტრომერი, კლასიკოსად აღიარებული შვედი პოეტი, მსოფლიოს თანამედროვე ლირიკოსებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოეტად ითვლება. მისი ლექსები დაახლოებით 60 ენაზეა ნათარგმნი. 2011 წლის დეკემბერში მას ნობელის პრემია მიენიჭა.
ამ წიგნში შესულია საუკეთესო ლექსები ტომას ტრანსტრომერის კრებულებიდან: 17 ლექსი, გზათა საიდუმლონი, სანახევრო სამოთხე, ხმები და ნაკვალევები, ხედვა სიბნელეში, ბილიკები, ბალტიის ზღვები, სიმართლის ბარიერი, უკაცრიელი მოედანი, ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის, გლოვის გონდოლა, დიადი გამოცანა. ამას გარდა, 1993 წელს გამოქვეყნებული მემუარული წიგნი მოგონებები მხედავენ, სადაც აღწერილი აქვს თავისი ბავშვობისა და მოზარდობის დრო.
გვერდების რაოდენობა: 250

ფრანს სილანპა – მდაბალთა სამკვიდრებელი
ინგლისურიდან თარგმნა მაია ჯიჯეიშვილმა

ფინელი მწერლის ფრანს სილანპას პირველი დიდტანიანი ნაწარმოები მდაბალთა სამკვიდრებელი მე-20 საუკუნის დასაწყისის სამოქალაქო ომისდროინდელ ტრაგიკულ მოვლენებს ეხება. ამ რომანის გამოძახილი იყო ალბათ ის, რომ 1920 წელს მთავრობამ მწერალს სამუდამო სტიპენდია დაუნიშნა.
ნობელის პრემიაც მიენიჭა „ფინელი გლეხკაცობის ცხოვრებაში ღრმა წვდომისა მათი ზნე-ჩვეულებებისა და ბუნებასთან კავშირის ჩინებული აღწერისათვის“.
გვერდების რაოდენობა: 230

ქენძაბურო ოე – მოთხრობები
თარგმნა ლილი მჭედლიშვილმა

იაპონელი ნობელიანტის, ქენძაბურო ოეს ამ წიგნში თითქმის ვერ შეხვდები იმას, რასთანაც იაპონია ასოცირდება – იქნება ეს ჩაის სმის ცერემონია, კიმონო, თოვლით თათრად მოსილი ფუჯიამა, იკებანა თუ განსაკუთრებული თავაზიანობა.  სამაგიეროდ მწერალი გვიყვება რთულ, ტკივილიან იაპონიაზე, ადამიანების, კაცობრიობის ბედზე, ომის შემდგომი პერიოდის იაპონელთა სულიერ და მორალურ კრიზისზე.
გვერდების რაოდენობა: 224

ივო ანდრი ჩი – დრინის ხიდი
თარგმნეს მედეა კახიძემ და ზაქარია მამისაშვილმა

პროფესიით დიპლომატმა, ბოსნიელმა მწერალმა ივო ანდრიჩმა 1961 წელს ნობელის პრემია მიღო რომანისათვის დრინის ხიდი.
რომანი ისტორიულია და ერთი ხიდის აგების ისტორიის ფონზე ვითარდება როგორც მთელი ქვეყნის, ასევე ცალკეულ ადამიანთა ბედ-იღბალი. მწერალი ბალკანელი სლავების ცხოვრებაზე, თავისუფლებისთვის მათ ბრძოლაზე მოგვითხრობს, რაც გამჭვირვალე პარალელებით ძალიან ჰგავს ქართულ ისტორიულ სინამდვილესაც.
გვერდების რაოდენობა: 376

იმრე კერტესი – კადიში არდაბადებულ ბავშვზე
თარგმნა ციალა კალმახელიძემ

უნგრელ მწერალს, იმრე კერტესს 2002 წელს ნობელის პრემია მიენიჭა „ისტორიის ბარბაროსული თვითნებობის წინააღმდეგ ადამიანის თავგანწირული ბრძოლის აღწერისთვის“.
ის ერთ-ერთი პირველთაგანი იყო საბჭოეთის კონტროლის ქვეშ მყოფ უნგრეთში, ვინც ბედავდა და წერდა ტაბუდადებულ ჰოლოკოსტზე, წერდა სრულიად განსხვავებულად.
წიგნში მისი ორი მოთხრობაა შესული: კადიში არდაბადებულ ბავშვზე და თვითმკვლელობა. ორივე მათგანი ერთი სულისკვეთების – ტოტალიტარული, კომუნისტური რეჟიმის პირობებში ცხოვრების შეუძლებლობის – გამოძახილია.
გვერდების რაოდენობა: 242

მიხეილ შოლოხოვი – ბედი კაცისა
რუსულიდან თარგმნა თინათინ ჯავახიშვილმა

1965 წელს, რუს მწერალს მიხეილ შოლოხოვს, ნობელის პრემია მიენიჭა „რუსეთისათვის გარდატეხის ხანაში დონელ კაზაკთა ცხოვრების ამსახველი რომანის მხატვრული ძალისა და ეპიკური სიფართოვისათვის“. იგულისხმებოდა წყნარი დონი. შოლოხოვის შემოქმედების მთავარი კრედო სიმართლეა. რაც არ უნდა ვრცელი და მრავალფეროვანი იყოს სიუჟეტი, რაც არ უნდა ფართო იყოს პერსონაჟთა პალიტრა, სიმართლის განცდა უმთავრესია მათი შემოქმედი მწერლისათვის.
წიგნში ორი ნაწარმოებია შესული – მოთხრობა ბედი კაცისა (თარგმნა რევაზ ინანიშვილმა) და ფრაგმენტები ვრცელი რომანიდან წყნარი დონი.
გვერდების რაოდენობა: 324

პაულ ჰაიზე – ნოველები
გერმანულიდან თარგმნა ნანა ჯანელიძემ

1910 წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა მსოფლიოში თითქმის უცნობ გერმანელ მწერალს – პაულ ჰაიზეს. ეს ფაქტი გამოწვეული იყო მისი დიდი პოპულარობით გერმანიაში, რომელიც დიდ კულტურულ გავლენას ახდენდა სკანდინავიურ ქვეყნებში.
გვერდების რაოდენობა: 200

უილიამ ბატლერ იეიტსი – კელტური მიმწუხრი
ინგლისურიდან თარგმნა მედეა ზაალიშვილმა

პირველად ქართულ ენაზე – გამოჩენილი მწერლისა და პოეტის, დრამატურგისა და მოაზროვნის, 1923 წლის ნობელიანტის, უილიამ ბატლერ იეიტსის კელტური მიმწუხრი.
წიგნში შესულია რჩეული ლექსები იეიტსის შემოქმედებიდან, პიესები, რომლებიც დღესაც აქტუალურია და დიდ ინტერესს იწვევს. ასევე უჩვეულო ნოველებისა და მინიატურების ციკლი კელტური მიმწუხრი, სადაც მწერალი შეეცადა მნიშვნელოვანი მოვლენებისგან შეექმნა პატარა სამყარო და ხალხისთვის ეჩვენებინა ირლანდიის სახე. ამიტომ გულდასმით და მიუკერძოებლად ჩაიწერა ყოველივე, რაც სმენია და უნახავს.
გვერდების რაოდენობა: 272

ჟოზე სარამაგუ – მოგონებანი მონასტერზე
თარგმნა ნინო სილაგაძემ
1998 წლის ნობელანტის,  ჟოზე სარამაგუს ცნობილი რომანი მოგონებანი მონასტერზეათეულობით ენაზეა ნათარგმნი.  რომანი დაწვრილებით აღწერს შუასაკუნეებში ჟუან მეხუთის მეფობის ჟამს პორტუგალიაში ყველაზე დიდი სამონასტრო კომპლექსის აგების პროცესს, რომელიც ლისაბონიდან 30 კილომეტრში, მაფრაში, მეფის პირველი მემკვიდრის სახელზე აიგო და, თავდაპირველად ფრანცისკანელთა ორდენისათვის იყო განზრახული.
მწერლის იუმორსა და ენამახვილობას მკაფიო მიზანი აქვს: დასცინოს მეფეებსა და საეკლესიო პირებს, მათი ცხოვრების წესს, ეტიკეტს, ასევე, ამხილოს, თუ როგორ ხდებოდა გულუბრყვილო მოსახლეობის საეკლესიო თემებით მანიპულირება და მათი ინკვიზიციით დაშინება.
გვერდების რაოდენობა: 258

ფრანსუა მორიაკი – იესოს ცხოვრება
ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა

1952 წელს, ლიტერატურის დარგში, ნობელის პრემია მიიღო ფრანგმა მწერალმა ფრანსუა მორიაკმა „ღრმა სულიერებისა და მხატვრული ძალისათვის, რომლითაც თავის რომანებში ასახა ადამიანური ცხოვრების დრამა“.
იესოს ცხოვრება ქრისტეს ორბუნებოვანებასა და ამ აზრის დაცვას ეძღვნება. წიგნმა იმთავითვე დიდი გამოხმაურება გამოიწვია.
გვერდების რაოდენობა: 212

 

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “ნობელის პრემიის ლაურიატები (IV)”

კატეგორიები: ,