galileosuperqartulad_galileoPLCJ-500x500
marcopolosuperqartulad_galileoPLCJ-500x500
iuliusisuperqartulad_galileoPLCJ-500x500
miqelanjelosuperqartulad_galileoPLCJ-500x500
 
 

national geographic – ბიოგრაფიები

59.50

კატეგორია: მსოფლიო ისტორია
გამომცემლობა: საქართველოს მაცნე
ავტორი: ფილიპ ვილკინსონი
გვერდები: 64
გარეკანი: მაგარი + სუპერი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2013
თარგმანი: რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი
ISBN: 9789941162671

ხელმისაწვდომი: არ არის
Qty

ჟანა დ’არკი
გაიგე ნამდვილი ისტორია ჟანა დ’არკის ბავშვობისა, რომელიც საფრანგეთის ერთ პატარა სოფელში იწყება და საფრანგეთის ჯარის ცამეტწლიანი მხედართმთავრობით გრძელდება. აღმოაჩინე ჟანა დ’არკის ბავშვობის სამყარო: ფერმაში გატარებული ცხოვრება და თამაშები, რითაც ის ერთობოდა. თარიღები, რომლებიც მსოფლიო ისტორიის ფართო კონტექსტშია წარმოდგენილი, ქრონოლოგიურად გადმოგცემთ ფაქტებს ჟანა დ’არკის ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ. ილუსტრაციები და რუკები შუა საუკუნეების ევროპისას აცოცხლებს, მკითხველს თვალწინ დაუდგება ციხესიმაგრეები, რაინდთა ჩაცმულობა და წეს–ჩვეულებები. მთარგმნელები: რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი

მარკო პოლო
გაიგე ნამდვილი ისტორია მარკო პოლოს  ბავშვობაზე, ვენეციაში და მის მოგზაურობაზე ყუბილაი ყაენის შორეულ სამფლობელოში. აღმოაჩინე მარკო პოლოს სამყარო ადრეული განათლებიდან ვენეციის დიდებულ ფესტივალებამდე. თარიღები, რომლებიც მსოფლიო ისტორიის ფართო კონტექსტშია წარმოდგენილი, ქრონოლოგიურად გადმოგცემთ ფაქტებს მარკო პოლოს ცხოვრებასა და მოგზაურობის შესახებ. ილუსტრაციები და რუკები მარკო პოლოს მოგზაურობას აცოცხლებს,მკითხველს თვალწინ დაუდგება შუა საუკუნეების იტალიის დიდება და ყუბილაი ყაენის სასახლეები ჩინეთში. მთარგმნელები: რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი

გალილეო
გაიგე ნამდვილი ისტორია გალილეოს მიერ ბავშვობაში ჩატარებულ ექსპერიმენტებსა და მოგვიანებით გაკეთებულ აღმოჩენებზე, რომლებმაც მეცნიერება შეცვალა. აღმოაჩინე გალილეოს ბავშვობის სამყარო, მშობლებთან არსებული უთანხმოება და საყვარელი საქმიანობები. მსოფლიო ისტორიის ფართო კონტექსტში წარმოდგენილი თარიღები ქრონოლოგიურად გადმოგცემთ ფაქტებს გალილეოს ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ. ილუსტრაციები და რუკები რენესანსის პერიოდის იტალიას აცოცხლებს. მკითხველს თვალწინ დაუდგება სამეცნიერო აღმოჩენები და ხმაურიანი ქუჩები. მთარგმნელები: რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი

იულიუს კეისარი
გაიგე ნამდვილი ისტორია კეისრის ბავშვობისა, რომელმაც რომის, იმპერიის გულში გაიარა. რომაელი გმირისა და დიქტატორის თავგადასავალი. აღმოაჩინე ძველი რომის საინტერესო სამყარო: მისი ღმერთები და გლადიატორები; მონები და სენატორები. თარიღები, რომლებიც მსოფლიო ისტორიის ფართო კონტექსტშია წარმოდგენილი, ქრონოლოგიურად გადმოგცემთ ფაქტებს კეისრის ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ. ილუსტრაციები და რუკები რომის ყოველდღიურ ცხოვრებას აცოცხლებს. მკითხველს თვალწინ დაუდგება მგრგვინავი ამფითეატრები და სისხლიანი ბრძოლები, რომლებიც იმპერიის შორეულ კუთხეებში იმართებოდა. მთარგმნელები: რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი

მიქელანჯელო
გაიგე ნამდვილი ისტორია მიქელანჯელოს ფლორენციაში გატარებული ბავშვობისა და მოქანდაკის, მხატვრის პოეტისა და არქიტექტორის ცხოვრების შესახებ. აღმოაჩინე მიქელანჯელოს  ბავშვობის სამყარო, თამაშები, რომლებითაც ერთობოდა და პირველი ნამუშევრები. მსოფლიო ისტორიის ფართო კონტექსტში წარმოდგენილი თარიღები ქრონოლოგიურად გადმოგცემთ მიქელანჯელოს ცხოვრებასა და ნამუშევრების შესახებ. ილუსტრაციები და რუკები რენესანსის პერიოდის იტალიას აცოცხლებს, მკითხველს თვალწინ დაუდგება მისი ხმაურიანი ქუჩები და ხელოვნების ნიმუშები. მთარგმნელები: რამაზ ხატიაშვილი, ნოდარ მანჩხაშვილი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა