kolumbicopy
shop_product_image_185247
shop_product_image_188485
shop_product_image_197566
shop_product_image_194953
shop_product_image_197258
shop_product_image_199253
shop_product_image_201941
shop_product_image_202002
shop_product_image_207340
 
 

50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია

100.00 60.00

გამომცემლობა: პალიტრა l
წელი: 2016
ყდა: მაგარი
ფორმატი: 14.5X21
გვერდების რაოდენობა: 180-220
მთარგმნელი: მარი ჯაფარიძე, იოენე მენთეშაშვილი, ეკა სალაღაია, თამარ-ბარბარე თომაძე, ალექსანდრე დაუშვილი, მანანა ტუაევა.
სერია: 50 პერსონა-მათ შექმნეს ისტორია
კატეგორია: ბიოგრაფია, მემუარები
ხელმისაწვდომი: არ არის
რეგულარული ფასი: 100.00
ფასდაკლებით: 60.00
ISBN: 9789941245954

Qty

გთავაზობთ ყველაზე ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს. ვინც ისტორია შექმნა და შეცვალა.
მათზე ბევრი გსმენიათ, შესაძლოა გიფიქრიათ და გიკამათიათ კიდეც, მაგრამ ალბათ იშვიათად გაცნობიხართ მასალას, სადაც პერსონაზე სრულიად განსხვავებული ფაქტებითა და ამბებით მოგითხრობენ. ბუნებრივია, ისტორიულ ფაქტს, დოკუმენტურ მასალას ამ ნაშრომებში უდიდესი ადგილი უკავია, მაგრამ სულ სხვაა ამბავი, რომელიც ემოციის, პირობითობის, ურთიერთობების, ადამიანური სისუსტეების, წინააღმდეგობებისა და, უბრალოდ, ცხოვრების ფონზე ვითარდება. ამბობენ, რომ დიდი ადამიანები ქმნიან ეპოქას, თუმცა, პირიქითაც ხდება – ეპოქა, გარემო, კონკრეტული სოციალ‐ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა და… ისტორია უდიდესი
კონკრეტული სოციალ‐ეკონომიკური თუ პოლიტიკური ვითარება ქმნის პროვოკაციულ ფონს, რაც გამჭრიახი, გაბედული და ამბიციური ადამიანებისთვის გამოწვევად იქცევა და… ისტორია უდიდესი მოვლენის ქრონიკას ჩაინიშნავს ხოლმე! ამ მოვლენებს უმეტესწილად საკუთარი ავტორები ჰყავთ – პერსონები, ვინც ხელსაყრელ მომენტს ჩაეჭიდნენ და…
რომელთაც შეცვალეს სამყარო!
ვინ არიან ისინი?

გენიოსი, მეამბოხე, მაძიებელი, მეცნიერი, დიქტატორი, იმპერატორი ან თუნდაც ავანტიურისტი!.. ადამიანები, შეპყრობილნი დიდი იდეით, ან პირადი მოსაზრებით. ან თუნდაც ის, ვინც უბრალოდ გენიოსი იყო. დიდი ადამიანების ვნებები და სურვილები, სისუსტეები და მისწრაფებები, დიდ საქმეს შეჭიდებულთა პირადი ცხოვრება და იქვე მათი ადგილი და როლი კონკრეტულ ეპოქასა და დროში.  ჩვენ დიდი ადამიანების შესახებ მოგითხრობთ.

როგორი იყო სამყარო მათ გარშემო და როგორები იყვნენ თავად ისინი, რომელთაც ნებსით თუ უნებლიეთ ისტორიის ნიადაგზე ღრმა ხნული გაავლეს, საიდანაც, კაცობრიობის ინერციით განვითარების საპირწონედ ამოიზარდა ნაყოფი, რითაც მომავალი თაობები საზრდოობდნენ და საზრდოობენ, სწავლობდნენ და სწავლობენ. ბუნებრივია, ეს ნაყოფი ყოველთვის არ იყო “კეთილი”, თუმცა ისტორიის მნიშვნელობას ხომ სწორედ წინააღმდეგობები განსაზღვრავს?!
ეს არ არის მშრალი ისტორიულ-დოკუმენტური მასალა, ეს რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული მხატვრულად მოთხრობილი ამბებია, რომელიც ერთი ამოსუნთქვით კი იკითხება, მაგრამ დიდ საფიქრალს ტოვებს.
1- ქრისტეფორე კოლუმბი
2- უისტონ ჩერჩილი
3- ალექსანდრე მაკედონელი
4-მიგელ დე სერვანტეს საავედრა
5-სტალინი
6-ელვის პრესლი
7- ჩარლი ჩაპლინი
8-ჩე გევარა
9-ნაპოლეონი
10-რონალდ რეიგანი

კომენტარები

კომენტარები არ არის დამატებული

Be the first to review “50 პერსონა – მათ შექმნეს ისტორია”