5018057595
440 დღე-2
440 დღე-3
440 დღე-4
440 დღე-6
440 დღე-8
440 დღე-11
 
 

440 დღე საქართველოს დამოუკიდებლობამდე

50.00 40.00

გამომცემლობა: არტანუჯი
ავტორთა ჯგუფი: გიორგი არქანია, გიგი გიოშვილი, ელენე ჭირაქაძე, ქეთევან სიხარულიძე, თინათინ ბიკაშვილი, ვიტალი მაჭავარიანი, ევგენი ჭანიშვილი
გამოცემის წელი: 2019
გვერდების რაოდენობა: 480

ენა: ქართული
ყდა: რბილი
ფორმატი: 20X28
ილუსტრირებული: არის
ISBN: 9789941487026
ხელმისაწვდომი: არის

Qty

„უახლესი ისტორიის ცენტრისა“ და გამომცემლობა „არტანუჯის“ მიერ მომზადებული ეს გამოცემა (რედაქტორ-ხელმძღვანელი პროფესორი დიმიტრი შველიძე) წარმოადგენს 1917-1918 წლების ყოველდღიურ მატიანეს, კერძოდ დეტალურად განხილულია თითოეული დღე 1917 წლის 27 თებერვლიდან 1918 წლის 26 მაისამდე, ანუ რუსეთში რევოლუციის დაწყებიდან საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადებამდე. წიგნში მოცემულია აღნიშნულ პერიოდში განვითარებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, კულტურული, ეკლესიური და სამხედრო მოვლენების დეტალური მიმოხილვა. ისტორიკოსებს, საქართველოს უახლესი ისტორიით დაინტერესებულ ადამიანებს და ნებისმიერ მკითხველს საშუალება მიეცემა გაეცნოს 1917-1918 წლებში საქართველოში შექმნილ ვითარებას და თვალი გაადევნოს დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზას.

 

პროექტის ფარგლებში დამუშავდა პერიოდული გამოცემები: „ერთობა“, „საქართველო“, „სახალხო საქმე“, „სოციალ-დემოკრატი“, „ალიონი“, „ჩვენი მეგობარი“, „ბრძოლა“, „ჯარის კაცი“, „ქართული გაზეთი“, „თეატრი და ცხოვრება“, „ეშმაკის მათრახი“,  „პრომეთე“, „სვეტიცხოველი“, „ხმა ქართველი ქალისა“, „ნაკადული“ და სხვა.  აგრეთვე, სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომები, დოკუმენტური და მემუარული ლიტერატურა, რომელიც აუცილებელია აღნიშნული პერიოდის რეპრეზენტირებისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შემდეგ საკითხებს: 1. რევოლუციამდე არსებული მდგომარეობა; 2. თებერვალ-მარტის რევოლუცია და საქართველოში განვითარებული მოვლენები; 3. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის აღდგენა და ეკლესიის შიგნით მიმდინარე პროცესები; 4. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მმართველობის ორგანოებისა და პოლიტიკური პარტიების მუშაობის პროცესი; 5. ბოლშევიკური გადატრიალება რუსეთში; 6. საქართველოს ეროვნული ყრილობა და ეროვნული საბჭოს არჩევა; 7. ამიერკავკასიის გამიჯვნა ბოლშევიკური რუსეთისგან, ჯერ ამიერკავკასიის სეიმის ჩამოყალიბება, ხოლო 1918 წლის აპრილში ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლიკის გამოცხადება; 8. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოსამზადებელი სამუშაოები და სხვა.