IMG_20181112_162956
ემოცია
ემოცია2
ემოცია3
ემოცია5
ემოცია4
43415092_2411654428860945_3299660224889094144_n
 
 

33 ემოცია

40.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ენა: ქართული-ინგლისური
გამოცემის წელი: 2018
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ხელმისწავდომი:  არის

Qty

კრებული „ქართული ანბანი – 33 ემოცია“ ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და 33 თანამედროვე ქართველი ავტორის ტექსტს აერთიანებს, რომელიც რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა მხატვარმა ანთოლოგიისთვის საგანგებოდ შექმნა საზედაო ასოები, რომლებიც თითოეული ავტორის ნააზრევს ერთვის. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვას და საკუთარ დამოკიდებულებას ქართული ანბანის, ენის მიმართ გამოხატავენ. ანთოლოგია ლიტერატურისა და სახვითი ხელოვნების სინთეზით ერთგვარ თანამედროვე ანბანთქებას ქმნის.

წიგნი უპრეცედენტოა და ეხმიანება იუნესკოს (2015 წლის) გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „უძველესი ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალ კულტურას“ არამატერიალური მემკვიდრეობის ეროვნული ძეგლის სტატუსი მიენიჭა. კრებული ხელს უწყობს ქართული ანბანისა და დამწერლობის სამივე სახეობის პოპულარიზაციას.
ან­თო­ლო­გი­ა­ში ავ­ტო­რე­ბი სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­კურ­სი­თა და ემო­ცი­ით გა­მო­ხა­ტა­ვენ სა­კუ­თარ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ან­ბა­ნის, დამ­წერ­ლო­ბის სა­მი­ვე სა­ხე­ო­ბი­სა და მთლი­ა­ნად ქარ­თუ­ლი ენის მი­მართ. თი­თო­ე­უ­ლი ტექ­სტი ან­ბა­ნის თითო ასო-ბგე­რა­ზე იწყე­ბა. ასე იკვრე­ბა 33 ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ე­ტი­სა და მწერ­ლის 33 ემო­ცია და ქმნის ერ­თგვარ თა­ნა­მედ­რო­ვე ან­ბან­თქე­ბას
თუ ამ ალ­ბომს ფლობთ, ჩავ­თვა­ლოთ, რომ ხელთ გაქვთ ქარ­თველ­თა ყო­ფი­ე­რე­ბის სახ­ლის ერთ-ერთი გა­სა­ღე­ბი

გამოცემა რუსუდან ფეტვიაშვილის ნამუშევრებითაა გაფორმებული. მხატვარმა ანთოლოგიისთვის საგანგებოდ შექმნა საზედაო ასოები, რომლებიც თითოეული ავტორის ნააზრევს ერთვის. მწერლები და პოეტები კი მათთვის განკუთვნილ ასო-ბგერაზე იწყებენ პირველი ფრაზის პირველ სიტყვა.

ამ წიგნს უკვე მიეძღვნა 30-მდე სტატია და რეცენზია, მათ შორის ისეთ გამოცემებში, როგორიცაა New York Times.

 

კრებულში გაერთიანებული ავტორები: დათო ტურაშვილი, ლია სტურუა, ლაშა ბუღაძე, დიანა ანფიმიადი, გურამ დოჩანაშვილი, ქეთი ნიჟარაძე, ხათუნა თავდგირიძე, გიორგი კეკელიძე, ლია ლიქოკელი, გურამ ოდიშარია, მაია სარიშვილი, ვახტანგ ჯავახაძე, ნინო ხარატიშვილი, ანა კორძაია-სამადაშვილი, ნანა ექვთიმიშვილი, ოთარ ჯირკვალიშვილი, როსტომ ჩხეიძე, რატი ამაღლობელი, ტარიელ ჭანტურია, ბექა ქურხული, ეთერ თათარაიძე, პაატა შამუგია, სალომე ბენიძე, არჩილ ქიქოძე, ეკატერინე ტოგონიძე, მიხეილ ანთაძე, კოტე ჯანდიერი, ნოდარ მამაცაშვილი, გიორგი არაბული, გაგა ნახუცრიშვილი, აკა მორჩილაძე, თეონა დოლენჯაშვილი, ბესიკ ხარანაული.

მთარგმნელები: ნანუკა კობახიძე, ერონ თეოფან ჰალვორსონი.

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა