IMG_1747
IMG_1743
IMG_1745
IMG_1717
IMG_1718
IMG_1727
IMG_1765
IMG_1762
IMG_1721
IMG_1722
IMG_1723
IMG_1724
IMG_1725
IMG_1753
IMG_1757
IMG_1768
IMG_1739
83
IMG_1741
 
 

საქართველო და ქართველები

65.00

გამომცემლობა: ბაკმი
გამოცემის წელი: 2020
ავტორი: ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე და ოთარ ჯანელიძე

ყდა: მაგარი (ტყავი)
ენა: ქართული
გვერდების რაოდენობა: 698

რედაქტორი: რუსუდან მოსიძე
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

”საქართველო და ქართველები” საკითხავი წიგნია, რომელშიც მოთხრობილია ქართველთა პოლიტიკური თავგადასავალი უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე – ასეთი შესავალი უძღვის წინ ახალ გამოცემას, რომლის ავტორები არიან ისტორიკოსები ზაზა აბაშიძე, მიხეილ ბახტაძე და ოთარ ჯანელიძე. წინათქმაში ავტორები მკითხველს იმასაც განუმარტავენ, რომ ახალი აღმოჩენების მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რადგან ყველაფერი, რაც წიგნშია გადმოცემული, ქართველ ისტორიკოსთა თაობების მიერ უკვე დიდი ხანია გამოკვლეულია და ახალი გამოცემაც სწორედ ამ ნაშრომებზე დაყრდნობით მომზადდა.  ”საქართველო და ქართველები” თავისთავად სიახლეა, რადგან პოპლარულ ენაზე დაწერილი ისტორია, რომელიც უძველესი დროიდან მე-20 საუკუნის მიწურულამდე პერიოდს ასახავს, მანამდე არასდროს გამოცემულა.

პოპულარული ენით საქართველოს ისტორია არაერთხელ არაერთ მკვლევარს გადმოუცია, მაგრამ მხოლოდ ცალკეული ეპოქების მიხედვით, ”საქართველო და ქართველები”კი ყველა პერიოდისა და ისტორიული პიროვნების ერთად თავმოყრის პირველი მცდელობაა, ისტორიკოსთა მიერ გზა დიდი ხნის გაჭრილია, გამოკვლეულია უამრავი საკითხი, შექმნილია ოფიციალური ისტორიოგრაფია და, ამასთან, არსებობს ბევრი თვალსაზრისი ამა თუ იმ მოვლენისა და ისტორიული პიროვნების შესახებ. ზაზა აბაშიძე ამბობს, რომ მიზანი იყო არა სხვადასხვა თვალსაზრისის გათვალისწინება, არამედ ქართული ისტორიოგრაფიის მიერ დადგენილი ფაქტების გადმოცემა. ამასთან, სქოლიოში მითითებულია განსხვავებული დათარიღება ან კონკრეტული პიროვნებების შესახებ არსებული სხვადასხვა მოსაზრება და თუ მკითხველს რომელიმე საკითხი დააინტერესებს, შეუძლია მითითებული წყაროების გამოყენებით ჩაუღრმავდეს. წიგნის ავტორები აღნიშნავენ, რომ შეეცადნენ დაეცვათ ივანე ჯავახიშვილისგან ნაანდერძევი პრინციპი – ”საჭიროა ხალხმა იცოდეს უტყუარი, ჭეშმარიტი ისტორია და არა გაზვიადებული და ყალბი”. ისტორიკოსი ოთარ ჯანელიძე, რომელმაც ახალი გამოცემისთვის მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე პერიოდი მოიცვა, ამბობს, რომ საქართველოს ისტორია ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს გაყალბდა ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის დროს. ”თუმცა ბოლო ოცწლეულის განმავლობაში ისტორიის ეს ნაწილი შედარებით გაიმართა”. ისტორიკოსი ზოგიერთი სხვა საკითხავი წიგნისგან ”საქართველო და ქართველების” განსხვავებად იმას მიიჩნევს, რომ ის ჰეროიკული ხასიათის არ არის. ”შევეცადეთ დადებითიც გვეთქვა, უარყოფითიც გვეჩვენებინა. ერთი სიტყვით, შავ-თეთრ ფერებში, მთლიანობაშია დანახული ქართველი ხალხის თავგადასავალი ამ ურთულეს პერიოდში”, – რაც შეეხება სათაურს ”საქართველო და ქართველები,” როგორც წიგნის ერთ-ერთი ავტორი, მიხეილ ბახტაძე, განმარტავს, ”ამ შემთხვევაში ქართველში იგულისხმება ყველა, ვინც საქართველოში ცხოვრობდა – დღევანდელი გაგებით, საქართველოს მოქალაქეები. ტრადიციულად, ქართველის ქვეშ სწორედ ეს მოიაზრებოდა.”

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა