5128017994
5290366197
7836859324
7185372114
 
Sale!
 

საყმაწვილო ლიტერატურა

78.00 48.00

გამომცემლობა: ინტელექტი
ენა: ქართული
ყდა: რბილი
გამოცემიწ ელი: 2019
ISBN:
ხელმისაწვდომი: არის

Qty

 

„სული-ჩიტი“ თამარ გეგეშიძის – წარმატებული მასწავლებლის – სადებიუტო რომანია, ქართველი ავტორის მიერ მოზარდებისთვის შექმნილი ერთ- ერთი გამორჩეული თანამედროვე წიგნი.

 ლუკა თავიდან ყველას შეიძლება ერთი ჩვეულებრივი, თერთმეტი წლის ბიჭი გეგონოთ, მაგრამ იგი სულაც არ ფიქრობს ასე და მიაჩნია, რომ მისი კარგად გაცნობაა საჭირო. ერთ მშვენიერ დღეს, ლუკა და მისი ახლო მეგობრები გადაწყვეტენ ცის ფრინველებიდან თავისი, საკუთარი ჩიტი ამოირჩიონ, ის, რომელიც მათი სული გახდება და მას შემდეგ, თითოეულ მათგანს, თავისი სული-ჩიტი ეყოლება.
 თუმცა, სულ-ჩიტებსაც კი შეიძლება სხვა სკოლიდან გადმოსულმა ახალმა თანაკლასელმა მოულოდ- ნელად სიმშვიდე და ჰარმონია დაურღვიოს – ისე, რომ ვეღარც შინ პოულობდნენ მოსვენებას, ვერც გაკვეთილზე და ვერც თუნდაც ერთმანეთის დაბადების დღეებზე.
 შეძლებენ დაქსაქსული კლასელები ისევ გამონახონ საერთო ენა? ლუკას მშობლები, მთელ დღეებს სამსახურში რომ ატარებენ, მოახერხებენ შვილის გულის ისევ მოგებას? ან ყველასთვის საყვარელ მარიკა მასწავლებელს თუ შესწევს ძალა, ბევრი ცუდი ამბისგან ყურებჩამოყრილ მოსწავლეებს ისევ შეასხას ფრთები? – „გაკვეთილების შემდეგ საკითხავის“ სერიით გამოცემულ ახალ წიგნში ამ და ბევრ სხვა შეკითხვაზე იპოვით პასუხს, რაც სასარგებლო გამოცდილება იქნება როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მათი მშობლებისა და მასწავლებლებისთვის.
გვერდები:272
ფორმატი:14.5X18
ყდა:რბილი
შენს წერილებს ლეიბის ქვეშ ვინახავ
1971 წლის აპრილში 12 წლის შვედი გოგო, სარა იუნგკრანცი, პირველ, ძალზე გაბედულ და პირდაპირ წერილს სწერს თავის თანამემამულეს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და საყვარელ საბავშვო მწერალს, ასტრიდ ლინდგრენს. სარა იმედოვნებს, რომ ცნობილი მწერალი მას ფილმ „თეთრ ქვაში“ ფიდელის როლზე სასინჯ გადაღებებში მონაწილეობის მიღებაში დაეხმარება. ცნობილი მწერალი იმდენად მკვახე წერილით პასუხობს, რომ სარა მას ნაკუწებად აქცევს და ტუალეტში ჩარეცხავს. მოგვიანებით კი კიდევ ერთ, უფრო გაწონასწორებულ და თბილს წერილს მისწერს, რომელიც მათი მრავალწლიანი გაბმული მიმოწერის დასაწყისი გახდება. ამ მიმოწერის ყველაზე აქტიური ფაზა სარას ცხოვრების ყველაზე რთულ და პრობლემებით სავსე ხანას ემთხვევა. მწერალი თავისი თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით ახალგაზრდა ქალის ცხოვრებაში წარუშლელ კვალს ტოვებს. 1971 წლიდან 2002 წლამდე მათ ერთმანეთს 80 წერილი მისწერეს, რომელიც ლიტერატურათმცოდნე და ასტრიდ ლინდგრენის მუზეუმის ბიბლიოთეკარმა, ლენა ტორნკვისტმა, ასტრიდ ლინდგრენის არქივში მოაგროვა და ერთ წიგნად გამოსცა.
გვერდები:252
ყდა:რბილი

ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი
ინგლისურიდან თარგმნეს ზაზა ჭილაძემ და გია ჭუმბურიძემ.
მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა.ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება.ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი – წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის. (მაკა ჯოხაძე)

ლევან ბოლქვაძე 1924 წელს დაიბადა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ის 21 წლის ასაკში დააპატიმრეს და რვა წლით „ლაგერში“ გაუშვეს, რის შემდეგაც სამი წელი გადასახლებაში მოუწია ყოფნა. ბანაკში ის სოლჟენიცინთან ერთად იჯდა და რუსი მწერლის რამდენიმე პერსონაჟის სახელსა და ხასიათს ეტყობა ამ ნაცნობობის კვალი. განათლებით ფილოლოგი იყო, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია მისი წიგნისათვის – არსებობს დახვეწილობის დონე, რომელსაც მხოლოდ ის მწერლები აღწევენ, ვისთვისაც ლიტერატურა არა მხოლოდ შთაგონება თუ პროფესიაა, არამედ – შესწავლის ობიექტიც (ბორხესი, ეკო, აკუნინი). ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია. თავად მწერალი 1986 წელს გარდაიცვალა.
ახლა არ დაიწყოთ, მეტი რატომ არაფერი დაწერაო: არც ალენ-ფურნიეს დაუწერია „დიდი მოლნის“ გარდა სხვა რომანი, მაგრამ განა ამით მის წიგნს რამე დააკლდა? დიდი-დიდი, მკითხველი დარჩა წაგებული. (გიგა ზედანია)
გვერდები:152
ფორმატი:22×27
ყდა:რბილი

 

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა