pat-gaicanit-mshoblebi
pat-rogor-davbanot-pumpula-mamonti
pat-ser-dumpara
pat-tavneba-princesa
pat-martorkebi-blinebs-ar-chamen_0
pat-nadiroba-uzarmazar-pxukunaze
pat-baleti-ra-zaglis-sakmea
3l-ekimi-meqvelapervici
3l-game-mojadoebul-sasaxleshi
3l-igbliani-kurdi
3l-moparuli-katami
pat_-_akt_chanta_ricxvebi
 
 

საბავშვო წიგნების სერია

90.00 45.00

გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ენა: ქართული
ყდა: რბილი
ილუსტრირებული: არის
ISBN: 
ხელმისაწვდომი: არ არის

Qty
გაიცანით მშობლები პიტერ ბენტლი, სარა ოგილვი
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე
თუ ფიქრობთ, რომ მშობლებს მხოლოდ ბრძანებების გაცემა შეუძლიათ,ძალიან ცდებით. აბა დაფიქრდით, ვინ გიკითხავთ წიგნებს ყოველ ღამე? ვინ გამხნევებთ, როდესაც მოწყენილები ხართ? ყველაზე თბილად ვინ გეხუტებათ?
ამ წიგნში მშობლებს ხელახლა აღმოაჩენთ. იმასაც გაიგებთ, რა უყვართ მათ ყველაზე მეტად… თქვენ შემდეგ, რასაკვირველია!
გვერდების რაოდენობა: 32

როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი მიშელ რობინსონი, ქეით ჰინდლი
ქართული ტექსტი: ნინო გოგალაძე
თქვენს მამონტს მთელი სხეული ტალახში ამოსვრია და ზედ ფოთლებიც აქვს მიკრული?

წარმოიდგინეთ, რა რთულია ასეთი მამონტის დაბანა. მაგრამ არ იდარდოთ… უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას.
გვერდების რაოდენობა: 32

 

ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე კლერ ფრიდმენი, ქეით ჰინდლი
ქართული ტექსტი: ნინო გოგალაძე
ეს პირქუში სახლი, მაღალ მთაზე რომ დგას, ყველას შიშის ზარს სცემს, გაუგიათ რადგან,რომ იქ ცხოვრობს ფხუკუნა – გაბურძგნილი, დიდი. …ბნელა, ქარი სისინებს, ოთხეული მიდის. აი, სახლსაც მიადგნენ, უჰჰ! რა შევა შიგნით!
ეს შესანიშნავი წიგნი ფისოს, ძაღლისა და თაგვის სახიფათო თავგადასავალზე გიამბობთ.
გვერდების რაოდენობა: 32

ბალეტი რა ძაღლის საქმეა ანა კემპი, სარა ოგილვი
ქართული ტექსტი: ნინო თარხან-მოურავი
ჩემი ცუგა ყველა ძაღლისგან განსხვავდება. ვერაფრით აიძულებთ, ჯოხი მოგიტანოთ, ან რამე ისეთი გააკეთოს, ძაღლს რომ შეეფერება. სამაგიეროდ, გიჟდება მთვარის შუქსა და მუსიკაზე. იცით, თავი ბალერინა ჰგონია!
ეს წიგნი მოგითხრობთ პატარა ძაღლზე,რომელსაც დიდი ოცნებები აქვს.
გვერდების რაოდენობა: 32

მარტორქები ბლინებს არ ჭამენ ანა კემპი, სარა ოგილვი
ქართული ტექსტი: ნინო გოგალაძე
ზოგჯერ მშობლები შვილებს არ უსმენენ… დეიზი ცდილობს, ძალიან მნიშვნელოვანი რამშეატყობინოს ოჯახს – სახლში დიდმა, იისფერმა მარტორქამ დაიდო ბინა… გოგონას ყურს არავინ უგდებს, მაგრამ მოულოდნელად ყველა ბლინი ქრება…
სასაცილო და დაუჯერებელი ამბავი”ბალეტი რა ძაღლის საქმეას”ავტორისაგან.
გვერდების რაოდენობა: 32

თავნება პრინცესა ანა კემპი სარა ოგილვი
ქართული ტექსტი: ნინო თარხან-მოურავი
მოგწყინდა ზღაპრები უქნარა და მოსაწყენ პრინცესებზე?თავგადასავალს ეძებ?
მაშინ ეს წიგნი შენთვისაა!
პრინცესა სოფოს არ მოსწონს მდიდრული ბალები და ფუშფუშა კაბები, მას ფათერაკები სწყურია! სოფოს მთავარი განძი ახლად გაჩენილი მეგობარია, რომელიც მას სასახლიდან გაქცევაში დაეხმარება და მთელ სამყაროს ზურგით შემოატარებს.
გვერდების რაოდენობა: 32

სერ დუმფარა ანა კემპი, სარა ოგილვი
 ქართული ტექსტი: ნინო გოგალაძე
შეუპოვარი, უმამაცესი, ერთი მოქნევით შვიდის მჟუჟველი ეს დუმფარაა – ჭანჭრობის გმირი, პრინცესას მიერ ნაკურთხი სერი… გასაოცარი ამბავი გულადი ბაყაყისა, რომელმაც ყველაზე თავნება პრინცესას გული მოიგო.
გვერდების რაოდენობა: 32

5,10 და 15 წუთში წასაკითხი წიგნების სერია. სასაცილო ისტორიები დამწყები მკითხველებისთვის და ყველა ზღაპრის ბოლოს ბევრი ფურცელი ზღაპრის გმირებთან ერთად სათამაშოდ.
შესულია: იღბლიანი ქურდი, ფრანჩესკა ლაძარატოს მოპარული ქათამი და ექიმი მე ყველაფერივიცი,  ღამე მოჯადოებულ სასახლეში, ხომალდი მოჩვენება
გვერდების რაოდენობა: 40

რიცხვები
ეს ჯადოსნური ყუთი, რომელიც ჯადოსნურივე რიცხვებით არის სავსე, შექმნილია შენთვის და შენი თანატოლებისთვის – მათთვის, ვისაც ციფრებისა და შეკრება-გამოკლების შესწავლა სურს. ყუთიში დევს: თავსატეხების რვეული, “რიცხვები და ციფრები” – რვეული; 1დან – 10მდე რაოდენობის პოსტერი; საათი მოძრავი ისრებით და სათვლელი ჩიპები, ციფრები.