4234123346
5595946139
IMG_1271
IMG_1274
IMG_1275
 
 

ექვთიმე თაყაიშვილი _ თხზულებანი III-IV ტომი

დიდი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ექვთიმე თაყაიშვილის შრომების მრავალტომეული დღემდე არ არის გამოცემული, მეტიც – მისი მემკვიდრეობის გარკვეული ნაწილი დღემდე გამოუქვეყნებელია, ნაწილი კი ბიბლიოგრაფიულ იშვიათობადაა ქცეული.
თხზულებების სრულად გამოცემის საქმე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ და გამომცემლობა „არტანუჯმა“ ითავეს.
შრომების გამოცემა დაახლოებით 12 ტომადაა ჩაფიქრებული.
– –

III ტომში შევიდა „არხეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში 1910 წელს“.

გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). წიგნს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

IV ტომში შევიდა ნაშრომები: „არხეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი (სამეგრელო), 1914 წ“; „არქეოლოგიური მოგზაურობა რაჭაში 1919 და 1920 წწ.“
გამოცემას დართული აქვს შესაბამისი ილუსტრაციები, რომლებიც ექსპედიციებისასაა გადაღებული და დღეს დაცულია ექვთიმე თაყაიშვილის პირად არქივში (ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში). წიგნს ასევე ახლავს ვრცელი პირთა და გეოგრაფიულ სახელთა საძიებელი.

 

წიგნი გამოიცა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა

კატეგორიები: ,