1551435111
7185372114
6083476166
 
 

საყმაწვილო წიგნები

50.00

გამომცემლობა: ინტელექტი, არტანუჯი
გამოცემის წელი: 2018
ენა: ქართული
ყდა: მაგარი
ილუსტრირებული: არის
ISBN
ხელმისაწდვომი: არის

Qty

ალჟირელ მეკობრეთა ტყვე
მიგელ დე სერვანტესი
მთარგმნელ ელზა ახვლედიანის წინასიტყვაობიდან:
ჩემო პატარა მეგობრებო (არა მხოლოდ პატარებო!), ეს წიგნი საგანგებოდ თქვენთვის ვთარგმნე. ემა ვიგოდსკაიას „ალჟირელ მეკობრეთა ტყვე“ მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დაიწერა და ერთ-ერთი საუკეთესო წიგნია დიდი მწერლის მიგელ დე სერვანტეს საავედრას (1547-1616) რომანტიკულ-ტრაგიკული ცხოვრების შესახებ. სერვანტესმა ბევრი განსაცდელი გადაიტანა – ბრძო­ლები, ტყვეობა, წამება, დაცინვა, სიღარიბე – მაგრამ არ გაბოროტებულა, გულში სიძულვილი, სიავე არ ჩაუდვია და მთელი მსოფლიოს ყველა დროის მკითხველს დაუტოვა სწორედ ამ სულისკვეთებით გამსჭვალული, უბერებელი წიგნი „დონ კიხოტი“.
წიგნი ილუსტრირებულია სოფო კირთაძის მიერ.
გვერდების რაოდენობა: 200
ილუსტრირებული: არის

ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი
ლევან ბოლქვაძე
ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი – წიგნი-სპექტაკლი, წიგნი-მუსიკა, წიგნი-ნახატი, წიგნი-ზეიმი. ფანტაზიით შენიღბული რეალობის ფოიერვერკი, რომელმაც ასე მშვიდად, ღირსეულად გაუძლო დროს, უფრო მეტიც, განსაცვიფრებლად აქტუალური აღმოჩნდა დღევანდელი საქართველოსათვის. (მაკა ჯოხაძე)
ლევან ბოლქვაძე 1924 წელს დაიბადა. ალბათ, არ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ის 21 წლის ასაკში დააპატიმრეს და რვა წლით „ლაგერში“ გაუშვეს, რის შემდეგაც სამი წელი გადასახლებაში მოუწია ყოფნა. ბანაკში ის სოლჟენიცინთან ერთად იჯდა და რუსი მწერლის რამდენიმე პერსონაჟის სახელსა და ხასიათს ეტყობა ამ ნაცნობობის კვალი. განათლებით ფილოლოგი იყო, რასაც უკვალოდ არ ჩაუვლია მისი წიგნისათვის – არსებობს დახვეწილობის დონე, რომელსაც მხოლოდ ის მწერლები აღწევენ, ვისთვისაც ლიტერატურა არა მხოლოდ შთაგონება თუ პროფესიაა, არამედ – შესწავლის ობიექტიც (ბორხესი, ეკო, აკუნინი). ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი ლევან ბოლქვაძის ერთადერთი წიგნია. თავად მწერალი 1986 წელს გარდაიცვალა.
ახლა არ დაიწყოთ, მეტი რატომ არაფერი დაწერაო: არც ალენ-ფურნიეს დაუწერია „დიდი მოლნის“ გარდა სხვა რომანი, მაგრამ განა ამით მის წიგნს რამე დააკლდა? დიდი-დიდი, მკითხველი დარჩა წაგებული. (გიგა ზედანია)
გვერდების რაოდენობა: 152
ილუსტრირებული: არის 
ყდა: რბილისაყმაწვილო კალენდარი
მუხრან მაჭავარიანი

„ძვირფასო მკითხველო! წინამდებარე კალენდარი შენთვის 40 წლის წინ შეადგინა ქართველმა პოეტმა მუხრან მაჭავარიანმა.
მაშინ დროთა სიავის გამო ამ წიგნაკს დღის შუქი არ ეღირსა. საბჭოთა ხელისუფლების მესვეურთა ბრძანებით სტამბაშივე დაჭრეს მთელი ტირაჟი, გადარჩა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარი. თავად მუხრან მაჭავარიანი აპირებდა კალენდრის ხელმეორედ გამოცემას, რადგან სადღეისოდაც აქტუალურად მიაჩნდა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ დასცალდა.
ვისთვისაც ეს ნაშრომი იყო განკუთვნილი, ახლა ისინი ბებიები და პაპები არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათთვისაც და მათი შვილებისა თუ შვილიშვილებისათვისაც, ვფიქრობთ, ეს კალენდარი საინტერესო და სიკეთის მომტანი იქნება.
ნაშრომი იბეჭდება მცირედი ცვლილებებით: საჭიროდ ჩავთვალეთ საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები: საქართველოს დამოუკიდებლობა და საქართველოს სულიერი მამის – ილია II-ის ღვაწლი აღგვენიშნა წინამდებარე კალენდარში, რადგან ვთვლით, რომ მუხრან მაჭავარიანის მიერ განვლილი ამქვეყნიური ცხოვრების გზა და მრწამსი მთლიანად მიმართული იყო საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენისა და მართლმადიდებლობის გადარჩენისაკენ, რისი უტყუარი დასტურიცაა ზოგადად მისი შემოქმედება და ეს ნაშრომიც, რომელიც მან ქართველთა მომავალ თაობებს დაუტოვა.“ ნანა მაჭავარიანის წინასიტყვაობიდან

გვერდების რაოდენობა: 90
ყდა: რბილი
ილუსტრირებული: არის