e1839be18394e183a2e183a0e1839d-2035
3
 
 

მეტრო – მომავლის სამყარო

57.70

გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
ავტორი: გლუხოვსკი დიმიტრი
გვერდები: 631
გარეკანი: რბილი
ენა: ქართული
გამოშვების წელი: 2015
თარგმანი: ქეთევან ამირეჯიბი
ფორმატი: 13X19.5
სერია: ფანტასტიკური ბიბლიოთეკა
ISBN: 9789941467745
ხელმისაწვდომი: არის
Qty

ამბავი “მეტრო 2033-ით” დაიწყო. ადამიანებმა ომის შემდეგაც ვერაფერი ისწავლეს და მიწის ქვეშ კვლავაც დაუნდობლად განაგრძობენ ერთმანეთის განადგურებას. ციკლის მეორე ნაწილში მთავარი გმირი ჰანტერია, პირველივე წიგნიდან გამორჩეული თითქმის ზებუნებრივი უნარების მქონე გმირი, რომელიც კვლავ იბრძვის, თუმცა საკითხავია, ამჯერად რის მხარეზეა – სიკეთისა თუ ბოროტებს.
წიგნის სიუჟეტს ხაზად გასდევს მეტროს მიწისქვეშეთის მმართველის ელიტის მოწოდებები, რომ მეტროს გარდა სხვა ქვეყნებიც გადარჩა, მაგრამ სხვა გადარჩენილები ერთიანი ძალებით ცდილობენ, მოსკოვის მეტროში საწაულებრივად გადარჩენილი რუსი ხალხის საბოლოოდ გაწყვეტას და ამიტომაც ისინი ვალდებულები არიან, უფრო მაგრად ჩაიჭყლიტონ იმ ნაგავში და ყელამდე ნეხვში, უფრო დამჯერები იყვნენ, უფრო მორჩილები, უფრო მონურები.. ლამის ბოლო გვერდებამდე, ვბრაზდებოდი ავტორზე და ვფიქრობდი: “რაღა საჭიროა ისედაც პარანოიით შეპყრობილი რუსეთის მოსახლეობისათვის კიდევ მტრის ხატების შექმნა? წიგნშიც იმის პროპაგანდა, რომ რუსეთს ებრძვის მთელი სამყარო, რომ რუსეთის განადგურება უნდათ?” ვფიქრობდი და ნერვები მეშლებოდა. თუმცა ბოლოს ყველაფერი ისე შემობრუნდა, რომ ყბა ჩამომივარდა, გავცოფდი, გავნერვიულდი, ვიგინებოდი და წარმოვიდგენდი, მე რას ვიზამდი არტიომის ადგილზე.

წიგნის კითხვისას უამრავი პარალელი თავისით იწყებს ხაზების გავლებას მეტროს სამყაროსა და პარანოიით ნაკვებ რუსეთის სახელწიფოს შორის. რუსეთიც ხომ ერთადერთია, რომელსაც “მთელი სმყარო ებრძვის”, ყველა მის განადგურებას ცდილობს. ნატო, ამერიკა, დასავლეთი – “გარყვნილების ბუდეები”! რუსეთი კი “სიწმინდის სადარაჯოზეა”, ყველა დანარჩენს ამ “სიწმინდის” განადგურება სურს.  ზუსტად ასევეა მეტრო 2035-ის ჯურღმულებშიც, მხოლოდ ისინი არიან სიმართლის მხარეს, ყველა სხვა დანარჩენი დედამიწაზე მათ წინააღმდეგაა, ყველას ამ გადარჩენილი ერთი მუჭა ხალხის “განადგურება” სურს – ამ სალაფავით ნაკვები ხალხი თვითონვე ამბობს უარს თავისუფლებაზე, გადარჩენაზე, სიცოცხლეზე მიწის ზემოთ და არა მიწასა და განავალში. მონები ირჩევენ სამყაროს, სადაც ღორებს ადამიანის ხორცით კვებავენ, სადაც არ არსებობს არანაირი სიმართლე, სადაც არავინ სვამს კითხვებს, სადაც არავინაა თავისუფალი და სადაც არ არსებობს მომავალი. როდესაც ხალხს მხოლოდ იმდენი საჭმელი აქვს, რომ არ მოკვდეს, ვერაფერს ხედავს, გარდა იმ ხელისა, რომელიც საკვებს აძლევს. სამყარო, სადაც ადამიანის სიცოცხლეს, არ აქვს ფასი და, სადაც სიცოცხლე ზოგადად, არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს. და განა რამე სხვა ხდება უამრავი შიშით და ფობიით გაჟღენთილ რუსეთში?

“რატომ უნდა გავაპროტესტოთ?” “რატომ უნდა მოვხვდეთ ვინმეს თვალში ცუდად?” “ეს ჩემი საქმე არ არის!” – მე ძალიან ბევრი გარშემომყოფისგან მომისმენია მსგავსი არგუმენტები და ძალიან კარგად მახსოვს ის შეგრძნებები, რომელიც მაშინ მეუფლებოდა – გაოგნება და ზიზღი! არაფერია იმაზე საზიზღარი და საცოდავი, ვიდრე ადამიანი, რომელიც ოდნავი კეთილდღეობისთვის თავზე ნეხვს საკუთარი ხელით იყრის, თვალს ხუჭავს უსამართლობაზე, ცდილობს, რომ ვინმეს წინააღმდეგ არ წავიდეს, ვინმეს ცუდად არ გაეჩხიროს თვალში. რას იზამ, მონობაში ნაკვები ხალხი, მონობისთვის გააკეთებს ყველაფერს, ოღონდ არ უხსენო თავისუფლება. ოღონდ კრიტიკული აზრი არ გამოთქვას, ოღონდ თვითონ იყოს კარგად.

არტიომი ცდილობს, ყველას უთხრას სიმართლე, ცდილობს გადაარჩინოს სხვებიც, მაგრამ ძალიან გვიან ხვდება, რომ იმ გვირაბებში აღარავინაა გადასარჩენი, იქ ადამიანები აღარ არიან. თუ ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმაში” ღორები ნელ-ნელა იქცევიან ადამიანებად, აქ პირიქით, ადამიანები იქცევიან ღორებად და მატლებად..

და რას იზამს არტიომი? გადარჩება? ვინმე დადგება მის გვერდით? ოკეანისკენ გაქანდება გადარჩენილი სამყაროს საძებნელად თუ ხალხის მონობით გაოგნებულს აპათია შეიპყრობს და გაირიყება მეტროში. გატეხავს სისტემას თუ სისტემა გატეხავს? ეს თქვენ უნდა გაარკვიოთ!

მეტრო 2033 – 19.9
მეტრო 2034 – 16.9
მეტრო 2035(დმიტრი გლუხოვსკი) – 20.9