pat-gaicanit-mshoblebi
pat-rogor-davbanot-pumpula-mamonti
pat-nadiroba-uzarmazar-pxukunaze
pat-ru-mgrgvinavi-dinozavri
pat-tavneba-princesa
treehousehotel_cover
pat-baleti-ra-zaglis-sakmea
 
 

მოგზაურობა ულამაზეს სამყაროში

76.20 30.00

Qty

გაიცანით მშობლები
თუ ფიქრობთ, რომ მშობლებს მხოლოდ ბრძანებების გაცემა შეუძლიათ,ძალიან ცდებით. აბა დაფიქრდით, ვინ გიკითხავთ წიგნებს ყოველ ღამე? ვინ გამხნევებთ, როდესაც მოწყენილები ხართ? ყველაზე თბილად ვინ გეხუტებათ?
ამ წიგნში მშობლებს ხელახლა აღმოაჩენთ. იმასაც გაიგებთ, რა უყვართ მათ ყველაზე მეტად… თქვენ შემდეგ, რასაკვირველია!

როგორ დავბანოთ ფუმფულა მამონტი
თქვენს მამონტს მთელი სხეული ტალახში ამოსვრია და ზედ ფოთლებიც აქვს მიკრული?
წარმოიდგინეთ, რა რთულია ასეთი მამონტის დაბანა. მაგრამ არ იდარდოთ… უბრალოდ ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით ჩვენს ინსტრუქციას.

ნადირობა უზარმაზარ ფხუკუნაზე
ქართული ტექსტი: ნინო გოგალაძე

ეს პირქუში სახლი, მაღალ მთაზე რომ დგას, ყველას შიშის ზარს სცემს, გაუგიათ რადგან,რომ იქ ცხოვრობს ფხუკუნა – გაბურძგნილი, დიდი. …ბნელა, ქარი სისინებს, ოთხეული მიდის. აი, სახლსაც მიადგნენ, უჰჰ! რა შევა შიგნით!
ეს შესანიშნავი წიგნი ფისოს, ძაღლისა და თაგვის სახიფათო თავგადასავალზე გიამბობთ.

მარტორქები ბლინებს არ ჭამენ

 

ბალეტი რა ძაღლის საქმეა
ქართული ტექსტი: ნინო თარხან-მოურავი

ჩემი ცუგა ყველა ძაღლისგან განსხვავდება. ვერაფრით აიძულებთ, ჯოხი მოგიტანოთ, ან რამე ისეთი გააკეთოს, ძაღლს რომ შეეფერება. სამაგიეროდ, გიჟდება მთვარის შუქსა და მუსიკაზე. იცით, თავი ბალერინა ჰგონია!
ეს წიგნი მოგითხრობთ პატარა ძაღლზე,რომელსაც დიდი ოცნებები აქვს.

თავნება პრინცესა
ქართული ტექსტი: ნინო თარხან-მოურავი
მოგწყინდა ზღაპრები უქნარა და მოსაწყენ პრინცესებზე?თავგადასავალს ეძებ?
მაშინ ეს წიგნი შენთვისაა!
პრინცესა სოფოს არ მოსწონს მდიდრული ბალები და ფუშფუშა კაბები, მას ფათერაკები სწყურია! სოფოს მთავარი განძი ახლად გაჩენილი მეგობარია, რომელიც მას სასახლიდან გაქცევაში დაეხმარება და მთელ სამყაროს ზურგით შემოატარებს.

რუ მგრგვინავი დინოზავრი
ქართული ტექსტი: ნინო გოგალაძე

დინოზავრ რუს ახალი მეგობარი ჰყავს – სპილო ვილი,რომელიც მოულოდნელად ციდან ჩამოვარდა. ვილის დახმარება სჭირდება. შეძლებს რუ სწორი გადაწყვეტილების მიღებას?
გულის ამაჩუყებელი ამბავი სიკეთესა და თანადგომაზე დიდებსა თუ პატარებს მეგობრობისშესანიშნავ მაგალითს უჩვენებს.

 

სასტუმრო ხეზე
მთარგმნელი: ნინო გოგალაძე

ბაჭია ბეტისა და კნუტ კენის ძალიან უხარიათ, ღამე ახალ სასტუმროში რომ უნდა გაათიონ. თუმცა, მათი ერთ ადგილას გაჩერება არც ისე იოლია. პატარა ონავრები დამალობანას თამაშს გადაწყვეტენ და მშობლებს გაეპარებიან.
საინტერესოა, თამაშით გართულები სასტუმროს გახსნის დიდებულ ცერემონიას ხომ არ გამოტოვებენ?
გადაშალე წიგნი, წაიკითხე ბაჭიასა და კნუტის ამბავი, ააწყვე ფიგურები და მათთან თამაშით ხალისიანად გაატარე დრო.

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა