70f076b317f54aa095c841e2707115b5
48409094_2396478047089970_3179872358643007488_o
 
Sale!
 

ჩემი რჩეული მსოფლიო

80.00 55.00

გამომცემლობა: პალიტრა L
ყდა: მაგარი
გვერდების რაოდენობა: 300-400
გამოცემის წელი: 2017

ენა: ქართული
სერია: ჩემი რჩეული მსოფლიო

ISBN: 578448544864
ხელმისაწვდომი: არის

Qty

ნიკოლაი გოგოლი  უკრაინელი-რუსი მწერალი.წვრილი მემამულის ოჯახში.
ხშირად უწოდებენ თანამედროვე რუსული რეალიზმის მამას. ნიკოლაი გოგოლი ერთ-ერთი პირველი რუსი მწერალი იყო, რომელმაც ქვეყნის ცხოვრების სტილი გააკრიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ადრეული ნამუშევრები უკრაინულ ატმოსფეროში აღზრდის ზეგავლენითაა განმსჭვალული, ის მუდამ რუსულად წერდა და მისი ნამუშევრები რუსული ლიტერატურის ტრადიციას ეკუთვნის.

უილკი კოლინზი
ამბობენ, რომ კოლინზის საუკეთესო და ყველაზე ცნობილი რომანია „მთვარის სპეკალი“, რომელიც 1868 წელს დაიბეჭდა. მას ასევე ხშირად მიიჩნევენ ინგლისურ ენაზე დაწერილ პირველ დეტექტიურ რომანად. რომანს გამოარჩევს ფსიქოლოგიური სიზუსტე, ლოგიკური, ტიპური „დეტექტიური“ აზროვნება, რომანტიკული მოტივებით. ტომას ელიოტის განსაზღვრებით, ეს არის ყველაზე პირველი, ყველაზე ვრცელი და ყველაზე კარგი დეტექტიური რომანი ინგლისურ ლიტერატურაში. სწორედ კოლინზის შთამომავლებად მიიჩნევდნენ თავს აგათა კრისტი და სხვა ცნობილი დეტექტივისტები. რომანი პირველად კოლინზის დიდმა მეგობარმა ჩარლზ დიკენსმა დაბეჭდა თავის ჟურნალში. რომანი იმ კანონების დაცვით არის აგებული, რომლებიც სულ მალე დეტექტიური ჟანრის კლასიკური ნაწარმოებებისთვის სავალდებულო გახდა. გარდა ამისა, კოლინზმა რეალისტურად აღწერა ვიქტორიანული საზოგადოება და მისი ტიპური წარმომადგენლების ფსიქოლოგიურად ზუსტი პორტრეტები დახატა. რომანის შინაარსი მოკლედ შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს – ბიძა თავის ძმიშვილ რეიჩელს დაბადების დღეზე უძვირფასეს საჩუქარს უძღვნის – ლეგენდარულ „მთვარის სპეკალს“, რომელიც ჯერ კიდევ 50 წლის წინ ერთ-ერთ ინდურ ტაძარს ამკობდა. დილით ბრილიანტი ქრება. რეიჩელი მასზე შეყვარებულ ბიძაშვილ ბლეიკს სდებს ბრალს, თუმცა ეს უკანასკნელი ყველანაირად ცდილობს, თავისი უდანაშაულობა დაამტკიცოს და ნამდვილი ქურდი იპოვოს.

ედგარ ალან პო — მერიკელიპოეტი, ნოველისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი და ამერიკული რომანტიზმის ლიდერი, განთქმული მისი საშინელებათა ისტორიებით. პო ერთ-ერთი პირველი ამერიკელი ნოველისტია და ასევე მიიჩნევა დეტექტიური და კრიმინალური ჟანრის ფუძემდებლად. მისმა ზოგიერთმა ნამუშევარმა ხელიშეუწყო სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმირებას და განნვითარებას. ის იყო პირველი ამერიკელი მწერალი, რომელიც ცდილობდა, რომ მხოლოდ მწერლობით ერჩინა თავი, რის გამოც ფინანსურად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

პომ თავისი ნაშრომებით დიდი გავლენა იქონია როგორც ზოგადად ლიტერატურაზე აშშ–სა და მსოფლიოში, ისე სპეციალიზებულ სფეროებში, როგორიცაა კოსმოლოგია და კრიპტოგრაფია. პო და მისი ნამუშევრები მოგვიანებით ფართოდ გამოჩნდნენ მთელს პოპ-კულტურაში: ლიტერატურაში, მუსიკაში, ფილმებსა და ტელევიზიაში. მისი რამდენიმე სახლი დღეს უკვე სახლ-მუზეუმადაა ქცეული.

ჰერბერტ უელსს
მიუხედავად იმისა, რომ ამ წიგნში შესული ორივე რომანი  “დროის მანქანა” და “სამყაროთა ომი” ქართულად პირველად გამოდის, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ჰერბერტ უელსს ქართველი მკითხველი არ იცნობს. ცხადია, ეს განსაკუთრებით იმ თაობის ადამიანებზე ითქმის, საბჭოთა დროსაც რომ მოვესწარით და უფრო ფართო არჩევანის, უკეთესი თარგმანისა და “სავალდებულო რუსულის” ცოდნის გამო, ამ ენაზე თავისუფლად რომ შეგვეძლო ლიტერატურის კითხვა.
თანაც ჰერბერტ უელსი ის მრავალთაგან იშვიათი მწერალი იყო, რომელსაც “გარანტირებული” ჰქონდა პოპულარობა საბჭოთა კავშირში მისი რომანების თავისთავადი ღირსების გარდა, საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანაც ხელს უწყობდა ამ პოპულარობას. მიზეზი კი მარტივად აიხსნება: უელსი ორჯერ ეწვია საბჭოთა კავშირს (უფრო ზუსტად, პირველად საბჭოთა რუსეთს, 1920 წელს სსრკ ჯერ არ არსებობდა), ლენინსაც იცნობდა, სტალინსაც, მათზე და მათ სახელმწიფოზე ორიოდე “ტკბილი სიტყვაც” დაწერა და

ეს საკმარისად ითვლებოდა, რომ საბჭოთა ხალხისთვის “სავალდებულო” გამხდარიყო მისი რომანების კითხვა. მით უმეტეს, რომ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, თვით რომანების მაღალი დონეც ხელს უწყობდა ამას.
უდავოა, რომ საბჭოთა რუსეთიდან თუ საბჭოთა კავშირიდან ინგლისში დაბრუნების შემდეგ გამოქვეყნებულ შთაბეჭდილებებში – ნარკვევებში, სტატიებსა და წიგნებში (მაგალითად, “რუსეთი წყვდიადში”) უელსი მისთვის ჩვეული სარკაზმით უფრო მეტ ადგილს კრიტიკას უთმობდა, ვიდრე მუშურ-გლეხური სახელმწიფოს ქებას, მაგრამ “რკინის ფარდის” გამოღმა ეს ნაწილი არ ქვეყნდებოდა და ჰერბერტ უელსი ისევ “მგზნებარე სოციალისტად” და “ჩვენი დიადი ქვეყნის უანგარო მეგობრად” რჩებოდა.
პოპულარობა კი მას არც სამშობლოში აკლდა: ბრიტანეთსა და ამერიკაში წარმოუდგენელი ტირაჟებით იყიდებოდა მისი რომანები, რასაც პოპულარობის გარდა, ჯერ ფინანსური დამოუკიდებლობა, შემდეგ კი გვარიანი სიმდიდრე და ფუფუნებაში ცხოვრება მოჰყვა. ამის შემდეგ ბევრი კრიტიკოსი აღნიშნავდა, რომ გამდიდრებულ მწერალს “კალამი დაუჩლუნგდა” და იქნებ მართალიც იყო, რადგან მისი საუკეთესო ნაწარმოებები ახალგაზრდულ წლებზე მოდის, მაგრამ ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ჰერბერტ უელსი, ჟიულ ვერნთან ერთად, სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებლად მივიჩნიოთ, თანაც, ჟიულ ვერნისგან განსხვავებით, ჰერბერტ უელსთან გაცილებით მეტია სოციალური თემები და “სერიოზული ლიტერატურისთვის” დამახასიათებელი სხვა მომენტები.ნიკოლაი გოგოლი 1ტ მკვდარი სულები
ნიკოლაი გოგოლი 2ტ ტარას ბულბა მოთხრობები
ედგარ ალან პო 1ტ მისტიფიკაცია მოთხრობები
ედგარ ალან პო 2ტ მკვლელობა მორგის ქუჩაზე მოთხრობები
უილკი კოლინზი 1ტ მთვარის სპეკალი
უილკი კოლინზი 2ტ მოჩვენება სასტუმროში
ჰერბერტ უელსი 1ტ დროის მანქანა
ჰერბერტ უელსი 2ტ ბედის ბორბალი

შეკვეთის ფორმა

შეკვეთა